შპს „პერსპექტივის“ მიერ, მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, მსუბუქი სამშენებლო კონსტრუქციებისა და ინვენტარის სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1514
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017618
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/09/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1514

2014 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

შპს „პერსპექტივის“ მიერ, მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, მსუბუქი სამშენებლო კონსტრუქციებისა და ინვენტარის სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებულმა, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედმა, შპს „პერსპექტივამ“, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #12 ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უსასყიდლო აღნაგობის უფლებით გადაცემულ ფართზე, ხანგრძლივი პაემნებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და სათანადო ინვენტარით აღსაჭურვად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, განახორციელოს შესაბამისი მსუბუქი სამშენებლო კონსტრუქციებისა და ინვენტარის სახელმწიფო შესყიდვები, 67 518 ლარის ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრი                                          ირაკლი ღარიბაშვილი