ა(ა)იპ - ასოციაცია ატუს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1521
2014 წლის 5 სექტემბერი
ქ. თბილისი
ა(ა)იპ – ასოციაცია ატუს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე
1. ,,სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქ. ბათუმში, სარაგბო კომპლექსის (სტადიონის) სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ა(ა)იპ – ასოციაცია ატუ (ს/კ: 239402491) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან 3 თვის ვადით და მიეცეს უფლება, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგანის მიმდებარედ, მდინარე აჭარისწყლის ჭალა-კალაპოტში, მოიპოვოს 21 600 (ოცდაერთი ათას ექვსასი) მ3 საშენი მასალა (ქვიშა-ხრეში), შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| 1 | 733442 | 4603292 |
| 2 | 733391 | 4603416 |
| 3 | 733433 | 4603433 |
| 4 | 733499 | 4603328 |
| S = 0,72 ჰა | ||
| WGS 1984. |
2. ა(ა)იპ – ასოციაცია ატუ ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს მხოლოდ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნისათვის;
გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 3 757 (სამი ათას შვიდას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარის გადახდა, ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
3. ა(ა)იპ – ასოციაცია ატუს მიერ ლიცენზიისაგან გათავისუფლების საფუძველზე მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის მიზნობრივად გამოყენების ზედამხედველობა განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა (შემდგომში – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი).
4. ა(ა)იპ - ასოციაცია ატუმ, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ა(ა)იპ - ასოციაცია ატუს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ა(ა)იპ - ასოციაცია ატუს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.09.2014.
- როდის იქნა მიღებული „ა(ა)იპ - ასოციაცია ატუს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“?
- „ა(ა)იპ - ასოციაცია ატუს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“ მიღებულია 05.09.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1521. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.017624.
- სად არის „ა(ა)იპ - ასოციაცია ატუს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.09.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ა(ა)იპ - ასოციაცია ატუს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე“, №1521, 05.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.017624 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2496272/