1. თითოეული მხარე ამ თავის განხორციელების მიზნებისათვის ასახელებს მის ადმინისტრაციაში შემავალ საკონტაქტო პირს მეორე მხარესთან ურთიერთობისთვის.
2. შესაბამისად შეიქმნა ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტი. ის თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშს ჩააბარებს ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტს, რომელიც განსაზღვრულია ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით.
3. ვაჭრობისა და მდგრადი განვითარების ქვეკომიტეტი შეკრებას გამართავს აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლიდან ერთი წლის განმავლობაში, ხოლო შემდგომ საჭიროებისამებრ, რათა ზედამხედველობა გაუწიოს აღნიშნული თავის, მათ შორის ამ შეთანხმების 239-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხების განხორციელებას. აღნიშნული ქვეკომიტეტი შეიმუშავებს საკუთარ რეგლამენტს.
4. თითოეულ მხარემ უნდა მოიწვიოს ახალი ან უკვე არსებული ადგილობრივი საკონსულტაციო ჯგუფი (ჯგუფები), რათა განიხილოს აღნიშნული თავის მიხედვით გათვალისწინებული მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. ამგვარ ჯგუფს (ჯგუფებს) საშუალება ექნება მხარეებს წარუდგინონ შეხედულებები ან რეკომენდაციები ამ თავის განხორციელების შესახებ, მათ შორის მისი (მათი) საკუთარი ინიციატივით.
5. ადგილობრივი საკონსულტაციო ჯგუფი (ჯგუფები) უნდა შედგებოდეს სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებელი წარმომადგენლობითი ორგანიზაციებისაგან, რომელშიც დაბალანსებული იქნება ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი მხარეების მონაწილეობა, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს ჯგუფების, აგრეთვე სხვა შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩათვლი