1.      აღნიშნულ თავთან მიმართებაში წამოჭრილ ნებისმიერი საკითხზე მხარეებმა უნდა მიმართონ შეთანხმების ამ და 243-ე მუხლებით  დადგენილ პროცედურებს.

2.      მხარემ შესაძლოა მოითხოვოს კონსულტაციები მეორე მხარესთან აღნიშნულ თავთან მიმართებაში წარმოჭრილ ნებისმიერ საკითხზე მეორე მხარის საკონტაქტო პირთან წერილობითი მოთხოვნის გაგზავნით.  მოთხოვნაში  ნათლად უნდა იყოს ჩამოყალიბებული საკითხი, იდენტიფიცირებული უნდა იყოს  პრობლემის არსი  და უნდა ერთვოდეს  აღნიშნულ თავთან მიმართებაში წამოყენებული პრეტენზიის მოკლე აღწერა. კონსულტაციები უნდა დაიწყოს მყისიერად მხარის მიერ კონსულტაციების  მოთხოვნის დაფიქსირების შემდეგ.

3.      მხარეები ყველანაირი საშუალებით უნდა ეცადონ მიაღწიონ ორივე მხარისათვის მისაღებ გადაწყვეტილებას. მხარეებმა მხედველობაში უნდა მიიღონ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ან შესაბამისი მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისა თუ უწყებების საქმიანობა, რათა ხელი შეუწყონ  ურთიერთთანამშრომლობასა და  საქმიანობის თანხვედრას მხარეებსა და აღნიშნულ ორგანიზაციებს შორის. საჭიროების შემთხვევაში მხარეებმა შესაძლებელია მოიძიონ რჩევები აღნიშნული ორგანიზაციებიდან ან  უწყებებიდან,  ან ფიზიკური პირებიდან ან ორგანოებიდან,  რომლებსაც ისინი მიიჩნევენ შესაფერისად, რათა ბოლომდე  შესწავლილ იქნას  საკითხი.

4.      თუ მხარე მიიჩნევს, რომ საკითხი საჭიროებს შემდგომ განხილვას, ამ მხარეს შეუძლია მოითხოვოს  ვაჭრობისა და მდგრად განვითარების ქვეკომიტეტის მოწვევა მეორე მხარის საკონტაქტო პირთან წერილობითი მოთხოვნის გაგზავნით.  ქვეკომიტეტი უნდა შეიკრიბოს მყისიერად და შეეცადოს საკითხის გადაწყვეტაზე შეთანხმების მიღწევას.

5.      საჭიროების შემთხვევაში ვაჭრობისა და მდგრად განვითარების ქვეკომიტეტს  შეუძლია რჩევა მოიძიოს  ერთ-ერთი ან ორივე მხარის ადგილობრივ მრჩეველთა  ჯგუფიდან (ჯგუფებიდან) ან მოითხოვოს სხვა ექსპერტული დახმარება.

6.      კონსულტაციაში მონაწილე მხარეების მიერ საკითხთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა  გასაჯაროვდე