ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქის №48/05 ვახანის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში გასამართი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის №48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შუალედური არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2014 წლის 10 სექტემბრის №42/2014 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს №48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა) შემდეგი სახით:
№
ოლქის №
ოლქის დასახელება
გადაზიდვის ხარჯები
საოლქო
უბნის ხარჯები
უბნების რაოდენობა
სულ ოლქი
დამხმარე და ტექნიკური პერსონალის რაოდენობა
ოლქის ფუნქციონირების ხარჯი
სულ მთლიანი ჯამი
სხვა
ინვენტარის ხარჯები
1
48
ხარაგაული
300
500
0
290
1
1,090
3
3,000
4,090
სულ ჯამი
300
500
0
290
1
1,090
3
3,000
4,090
მუხლი 2
ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიისათვის გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გახსნილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 3
აუცილებლობის შემთხვევაში, არჩევნების მომზადებისა და ჩატარების ეფექტური ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული ფულადი სახსრების განაწილება შესაძლებელია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
მუხლი 4
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე
თამარ ჟვანია
ცესკოს მდივანი
გიზო მჭედლიძე
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია