საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების ჩაილურის თემის №11.12, დიდი დმანისის თემის №24.06, ზედა ვანის თემის №53.07 და გურიფულის თემის №66.06 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი საგარეჯოს, დმანისის, ვანისა და ხობის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საოლქო კომისიების მიერ შუალედური არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების ჩაილურის თემის №11.12, დიდი დმანისის თემის №24.06, ზედა ვანის თემის №53.07 და გურიფულის თემის №66.06 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი საგარეჯოს, დმანისის, ვანისა და ხობის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საოლქო კომისიების მიერ შუალედური არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება
№39/2015
2015 წლის 31 აგვისტო
ქ.თბილისი
საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №11 საგარეჯოსა და №65 მარტვილის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს –
საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების ჩაილურის თემის №11.12, დიდი დმანისის თემის №24.06, ზედა ვანის თემის №53.07 და გურიფულის თემის №66.06 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გასამართი საგარეჯოს, დმანისის, ვანისა და ხობის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საოლქო კომისიების მიერ შუალედური არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 31 აგვისტოს №38/2015 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს №11 საგარეჯოს, №65 მარტვილის, №24 დმანისის, №53 ვანისა და №66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ 2015 წლის 31 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისათვის საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესი (ხარჯთაღრიცხვა) დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ცესკოს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად გახსნილ საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 3
აუცილებლობის შემთხვევაში, არჩევნების მომზადებისა და ჩატარების ეფექტური ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ამ დადგენილებით განსაზღვრული ფულადი სახსრების განაწილება შესაძლებელია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეების განკარგულებით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის” 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
მუხლი 4🔗
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანიაკომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი
დანართი
№
ოლქის №
ოლქის დასახელება
გადაზიდვის ხარჯები
საოლქო
უბნის ხარჯები
უბნების რაოდენობა
სულ უბნების დაფინანსება
სულ ოლქი
ოლქის ფუნქციონირების ხარჯი
სულ მთლიანი ჯამი
სხვა
ინვენტარის ხარჯები
1
11
საგარეჯო
1,000
3,500
500
290
49
14,210
19,210
7,467
26,677
2
24
დმანისი
300
-
500
290
4
1,160
1,960
2,133
4,094
3
53
ვანი
300
-
500
290
1
290
1,090
2,133
3,223
4
65
მარტვილი
1,000
3,500
500
290
39
11,310
16,310
6,400
22,710
5
66
ხობი
300
-
500
290
1
290
1,090
2,133
3,223
სულ ჯამი
94
59,927