მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 10.09.2014
ძალის დაკარგვა 28.11.2017
გამომცემი ორგანო მესტიის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.103.016129
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 873 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.09.2014 მიღება
28.11.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №23 2014 წლის 10 სექტემბერი დ. მესტია მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ   საქართველოს ორგანულის კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის 25–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად,   მუხლი 1🔗 მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების  სამსახურის  დებულება  დანართი №1-ის შესაბამისად.  მუხლი 2🔗 დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის  შესაბამისად. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე დანართი N–1 მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახურის  შესახებ მუხლი 1🔗. ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახური 1. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების სამსახური (შემდგომში სამსახური) არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარების პროგრამების შემუშავებას და ტურიზმის მოზიდვის პროექტების განხორციელებაში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულებებითა და ინსტრუქციებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებითა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებივი აქტების საფუძველზე და მათ შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საკრებულოს მიერ დამტკიცებული გამგეობის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1.სამსახური შდგება სამსახურის უფროსისა და სამი ქვესტრუქტურული ერთეულისაგან (დანაყოფისაგან); 2.სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისკის განყოფილება; ბ) მუნიციპალური ქონების მართვია განყოფილება; გ) ტურიზმის გაყოფილება; 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებისა და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით მის უფლებამოსილებებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 4. გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსი ამზადებს სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობის პროექტს, ხოლო სამსახურის უფროსის დავალებით განყოფილების უფროსი. რომლებიც წარედგინება გამგებელს. გამგებელი აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე გამოსცემს ინსტრუქციას შესაბამისი სამსახურის სამუშაოთა აღწერილობის თაობაზე. 5. სამსახურის განყოფილება შედგება უფროსისა და სამსახურის გაყოფილების მოხელეებისაგან; 6. გაყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისი ინსტრუქციით. განყოფილების უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით  მის უფლებამოსილებას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე; 7. განყოფილების მოხელეების უფლებამოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, გამგეობის დებულებით, განყოფილების მოხელეთა სამუშაოების აღწერილობით, რომლის შესახებ ბრძანებას   გამოსცემს სამსახურის უფროსი.                                                  მუხლი 3🔗. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები                                                                   სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:                                                                                                    ა) მუნიციპალიტეტის სოციალ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის, პროგრამებისა და  პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას;                                                        ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების  დაგეგმვის, ინვესტორების მოზიდვისა და მათთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე; გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგელობაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფი საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას და მათ რეგისტრაციას. მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; დ)  წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე; ე) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; ვ) წინადადებებისა და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში ( მართვაში) გადაცემის საკითხებზე; ზ) ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე და მოვლა-პატრონობაზე; თ) ტურიზმის განვითარების პროგრამებისა და პროექტების მომზადება-შემუშავებას და მათი განხორციელების მონიტორინგის საკითხებს: ი) ტურიზმის საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა და სართაშორისო ტურისტულ ცენტრებთან მჭიდრო თანამშრომლობას; კ) ადგილობრივი ტურისტული მარშუტების შემუშავებასა და დამტკიცებას; ლ) ტურიტების მოზიდვისათვის სპეციალური ფორუმების, კონფერენციების და გამოფენა-დათვალიერების მოწყობას; მ) კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას და ტურისტული ინფრასტრუსქტურის განვითარებაში ხელის შეწყობას. ნ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.                                                                                                                           მუხლი 4🔗.   ეკონომიკური დაგეგმვისა და სტატისტიკის გაყოფილება                                           სამსახურის ეკონომიკური დაგეგმვისა და სტატისტიკის გაყოფილება დადგენილი წესით უზრუნვეყოფს:   ა) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების  მომზადების ორგანიზებას, პროგრამების განსახორციელებლად დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;  ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროეგრამების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, გადამუშავებას, ანალიზის და მათ საფუძველზე სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;   გ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალიტეტის მონაწილეობით სამეწარმეო (როგორც კომერციული, ისე არაკომერციული) საწარმოების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საკითხებზე;  დ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების  მიმდინარეობის შესახებ სათანადო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებას და ანალიზს და რეკომენდაციებს;   ე) საინვესტიციო პროექტების მომზადებას და კერძო ინვესტიციებისათვის ხელშეწყობის პირობებისა და ღონისძიებების მომზადებას; საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე ზედამხედველობას.   ვ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან კონსულტაციებისა და ურთიერთობების წარმართვას;   ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;  მუხლი 5🔗. ქონების მართვის განყოფილების ფუნქციები   სამსახურის მუნიციპალური ქონების მართვის განყოფილება დადგენილი წესით    უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალური ქონების აღრიცხვასა და რეგისტრაციას; ბ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული აქციების, ფასიანი ქაღალდების,   საწარმოთა წილებში მისი საკუთრების აღრიცხვას; გ) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების კატეგორიების განსაზღვრასა და შეცვლასთან დაკავშირებით;   დ) აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრების ქონების მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით; ე) რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვის საკითხებზე;  ვ)  რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალური ქონების პრივატიზების და  სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით; ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას;  მუხლი 6🔗. ტურიზმის განყოფილების ფუნქციები სამსახურის ტურიზმის გაყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარების პროექტებისა და  პროგრამების მომზადება–შემუშავება, მათი განხორციელების მონიტორინგის;  ბ) ტურიზმის განვითარებისადმი მიძღვნილ  საერთაშორისო ფორუმებში, კონფერენციებში  მონაწილილეობა და საერთაშორისო ტურისტულ   ცენტრებთან  თანამშრომლობას;  დ) გამგეობის ვებ გვერდზე და ელექტრონულ საიტებზე მუნიციპალიტეტის     ტერიტორიაზე არსებული ტურისტული  ღირსშესანიშნაობების, ისტორიული ძეგლების, ბუნებრივი სიმდიდრეების ანოტაცია და ფოტოსაილუსტრაციო მასალების გავრცელებას; ე) სპეციალური ფორუმების, კონფერენციებისა და გამოფენა-დათვალიერების  ორგანიზებას  და მოწყობას;   ვ) ადგილობრივი ტურისტული მარშუტების დადგენასა და დამტკიცებას,  ალპინისტურ საექსპედიციო ჯგუფებთან მუდ მივ კავშირს და ინფორმაციულ უზრუნვეყოფას მათი გადაადგილების თაობაზე; ზ) კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას და ტურიზმის განვითარების    საინვესტიციო პროექტების ხელისშეწყობას; თ) საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი  აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების  განხორციელებას.   მუხლი 7🔗.  დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ამ დებულებაში ცვლილებებისა და მატებების შეტანა ხორციელდება გამგეობის დებულებაში გათვალისწინებული წესის მიხედვით; ეს დებულება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების მომენტიდან;