1. არბიტრთა ჰონორარს სამდივნო ადგენს ქვემოთ მოცემული ცხრილის სკალის მიხედვით. არბიტრთა ჰონორარის დადგენისას სამდივნომ უნდა გაითვალისწინოს დავის სირთულე, არბიტრების გამოცდილება და სხვა შესაბამისი გარემოებები.

2. ქვემოთ მოცემული არბიტრთა ჰონორარის ცხრილით გათვალისწინებულია ერთი არბიტრისთვის ან სამარბიტრიანი ტრიბუნალის თავმჯდომარისთვის გადასახდელი ჰონორარი. თუ საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი, სამარბიტრიანი ტრიბუნალის არბიტრთა ჰონორარი შეადგენს ტრიბუნალის თავმჯდომარისთვის დაწესებული ჰონორარის 60 პროცენტს.

3. არბიტრთა ჰონორარს და მათ ხარჯებს სამდივნო ადგენს წესების საფუძველზე. ჰონორარზე მხარეებსა და არბიტრს შორის ცალკე მოლაპარაკება წესებს ეწინააღმდეგება.

ადმინისტრაციული გადასახადი

დავის ღირებულება

(აშშ დოლარი)

ადმინისტრაციული გადასახადი

(აშშ დოლარი (დღგ-ის გარეშე)

20 000-მდე

1000

20 001-დან 50 000-მდე

1000 + 20 000-ზე მეტი თანხის 5%

50 001-დან 100 000-მდე

2 500 + 50 000-ზე მეტი თანხის 2%

100 001-დან 200 000-მდე

3 500 + 100 000-ზე მეტი თანხის 1.5%

200 001-დან 500 000-მდე

5 000 + 200 000-ზე მეტი თანხის 0.9%

500001-დან 1 000 000-მდე

7 700 + 500 000-მეტი თანხის 0.7%

1000 001-დან 2 000 000-მდე

11 200 + 1 000 000-ზე მეტი თანხის 0.5%

2 000 001-დან 5 000 000-მდე

16 200 + 2 000 000-ზე მეტი თანხის 0.15%

5000001-დან 10000 000-მდე

20700 + 5 000 000--ზე მეტი თანხის 0.1%

10000 000-ზე ზემოთ

25 700 + 10 000 000 -ზე მეტი თანხის 0.015%, არაუმეტეს 35 000

არბიტრთა ჰონორარი

დავის ღირებულება

(აშშ დოლარი)

ერთი არბიტრის / თავმჯდომარის ჰონორარი

აშშ დოლარი (დღგ-ის გარეშე)

მინიმუმ

მაქსიმუმ

20 000-მდე

1 000

2 000

20001-დან 50 000-მდე

1 000

3 000

50 001-დან 100 000-მდე

1 500

5 000

100 001-დან 200 000-მდე

2 000

7 000

200 001-დან 500 000-მდე

5 000

10 000

500 001-დან 1 000 000-მდე

8 000

18 000

1 000 001-დან 2 000 000-მდე

11 000

25 000

2 000 001-დან 5 000 000-მდე

18 000

35 000

5 000001-დან 10 000 000-მდე

25 000

45 000

10 000 000-ზე ზემოთ

35 000

განისაზღვრება სამდივნის მიერ

დანართი II

საარბიტრაჟო ცენტრი, როგორც დამნიშვნელი ორგანო

1. იმ შემთხვევაში, როდესაც საარბიტრაჟო ცენტრი მოქმედებს, როგორც დამნიშვნელი ორგანო, განმცხადებელი იხდის განცხადების საფასურს − 1000 (ათასი) აშშ დოლარს, რომელიც არ ექვემდებარება დაბრუნებას. განცხადების საფასურის გადახდამდე დანიშვნის პროცედურები არ იწყება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარე, რომელსაც სურს, რომ საარბიტრაჟო ცენტრმა იმოქმედოს, როგორც დამნიშვნელმა ორგანომ, შესაბამის მოთხოვნას წარუდგენს სამდივნოს, რომელიც მეორე მხარეს/სხვა მხარეებს ატყობინებს მოთხოვნის მიღების შესახებ. ამ მოთხოვნის საფუძველზე არბიტრს ნიშნავს საარბიტრაჟო საბჭო.

3. არბიტრი ინიშნება ad hoc არბიტრაჟისთვის დადგენილი საარბიტრაჟო წესების თანახმად ან მხარეთა შორის შეთანხმებული სხვა რომელიმე წესების შესაბამისად. მხარეთა შეთანხმების არარსებობისას საარბიტრაჟო საბჭო არბიტრს ნიშნავს შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 30 (ოცდაათ) დღეში.

დანართი III

სტანდარტული საარბიტრაჟო შეთანხმება

ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა ან დაკავშირებულია ამ ხელშეკრულებასთან, მის დარღვევასთან, შეწყვეტასთან ან ბათილად ცნობასთან, საბოლოოდ უნდა იქნეს გადაწყვეტილი არბიტრაჟის მიერ, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესების მიხედვით, ამ წესების შესაბამისად დანიშნული [(ერთი)/(სამი)] არბიტრის მიერ.

საარბიტრაჟო განხილვის ადგილად განისაზღვროს [(ქალაქის, ქვეყნის დასახელება)]. საარბიტრაჟო განხილვა წარიმართოს [(მხარეთა მიერ არჩეული ენა)] ენაზე.

[1]

წესდება იხილეთ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.giac.ge