1. ადმინისტრაციული გადასახადი გაიანგარიშება საარბიტრაჟო დავის ღირებულების შესაბამისად, ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით. თუ დავის ღირებულება ვერ დგინდება, ადმინისტრაციულ გადასახადს სამდივნო აწესებს თავისი შეხედულებისამებრ, შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით.
2. გამონაკლის შემთხვევაში სამდივნომ შეიძლება გადაუხვიოს ცხრილს, იმ პირობით, რომ ამის შედეგად მიღებული ადმინისტრაციული გადასახადის ოდენობა არ ასცილდება ცხრილში განსაზღვრულ ოდენობას.
3. სამდივნო უფლებამოსილია საარბიტრაჟო განხილვის მიმდინარეობის ნებისმიერ მომენტში დააწესოს დამატებითი გადასახადი საარბიტრაჟო ცენტრისა და არბიტრების მიერ გაწეული მომსახურებით გამოწვეული გონივრული ხარჯებისთვის, მათ შორის და არა მხოლოდ არბიტრების მგზავრობის, საარბიტრაჟო განხილვის გამართვის, ექსპერტის დანიშვნის და სხვა ხარჯებისთვი