ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 12.09.2014
ძალის დაკარგვა 05.12.2017
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.117.016211
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 315 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.09.2014 მიღება
05.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ტარიელ ბაკურაძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 2014 წლის 12 სექტემბერი ქ. ამბროლაური ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი (დანართი N1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეტარიელ ბაკურაძე დანართი №1 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა (გარდა საკრებულოს თანამდებობის  პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი ეს წესი განსაზღვრავს საკრებულოს  (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) წევრთა (შემდგომში – საკრებულოს წევრი) საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესს. მუხლი 2🔗. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების  ანაზღაურება 1. საკრებულოს წევრისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საფუძველია საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში ფაქტობრივი დასწრება. 2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს წევრის  საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში ფაქტობრივი დასწრების (თითოეულ სამუშაო დღეზე) მონაცემების შესაბამისად. 3. ამ მუხლის მე–2 პუნქტის შესაბამისად საკრებულოს აპარატის უფროსი ყოველთვიურად ამზადებს   ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) წინა თვის პირველი რიცხვიდან მიმდინარე თვის  პირველ რიცხვამდე არსებული მდგომარეობით, არაუგვიანეს ყოველი თვის 5 რიცხვისა და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს. 4. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა საკრებულოს სხდომებში, საკრებულოს კომისიის, საკრებულოს ფრაქციების და საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობისათვის თითოეულ სამუშაო დღეზე განისაზღვროს 50 (ორმოცდაათი) ლარით, მაგრამ თვეში არაუმეტეს 300 (სამასი) ლარისა. 5. საკრებულოს თავმჯდომარე ბრძანებით განსაზღვრავს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობას თითოეული საკრებულოს წევრისათვის საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) შესაბამისად. 6. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახური, არაუგვიანეს ხარჯების გაწევის მომდევნო თვის 10 რიცხვისა უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას.