ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.11.2017 ბოლო ცვლილება 22.12.2025
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.117.016347
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2017 წლის 30 ნოემბერი

ქ. ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების  წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №33 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 16/09/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.117.016211);

ბ) „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №58 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 30/12/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.172.016058).

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე

დანართი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისაუფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 1
1. საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები უნაზღაურდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან თვეში არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა:

ა ) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის;

ბ ) საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობისთვის;

გ )  საკრებულოს ფრაქციების მუშაობაში მონაწილეობისთვის;

დ )  ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის (შესაბამისი საოქმო ჩანაწერის გაფორმებით).

2. საკრებულოს წევრს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თითოეული საქმიანობის განხორციელებისთვის ხარჯების ასანაზღაურებლად ეძლევა 80 (ოთხმოცი) ლარი.

მუხლი 2
საკრებულოს წევრის მიერ ხარჯის გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვლება  საკრებულოს, საკრებულოს კომისიების,  საკრებულოს ფრაქციების სხდომებსა და ამომრჩევლებთან შეხვედრებში მისი მონაწილეობის ამსახველი შესაბამისი საოქმო ჩანაწერი.
მუხლი 3
1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ოდენობა  თითოეული საკრებულოს წევრისთვის ყოველთვიურად განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.

  2. საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.

მუხლი 4
საკრებულოს წევრის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ხდება  ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე.

მუხლი 1

დამტკიცდეს „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების  წესი“ დანართის შესაბამისად.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 სექტემბრის №33 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 16/09/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.117.016211);

ბ) „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 დეკემბრის №58 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 30/12/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.172.016058).

მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე

დანართი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)  უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი