სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 |
|
2022 წლის 21 იანვარი ქ. სამტრედია |
|
2. საკრებულოს თითოეული წევრს ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა, საკრებულოს წევრს მიეცეს გაწეული ხარჯისათვის, საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
3. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის შესაძლებლია, გათვალისწინებული იქნეს, (მუნიციპალიტეტის საკრებულოს, კომისიების და ფრაქციების სხდომებზე დასასწრებად საჭირო ხარჯები; საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან შეხვედრების შესახებ საკრებულოს წევრების მიერ წარმოდგენილი ოქმები; მობილური კავშირის ოპერატორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ფაქტიური ხარჯი. ასევე სხვა ხარჯები – ფიქსირებულად თვეში 50 ლარის ოდენობით) საკრებულოს წევრობასთან დაკავშიებული მოვალეობის განხორციელების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის პირველი რიცხვიდან მიმდინარე თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრისათვის განსაზღვროს ხარჯის ანაზღაურების ნაკლები ოდენობა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 41-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტის, 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების მე- 17 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ 20-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ზღვრული ოდენობა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების (საქმიანობის) განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 4 ივნისის №27 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 11/06/2018, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.120.016294).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია
დანართი №1 სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი