საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2015 წლის 17 თებერვალი ქ. საჩხერე |
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების
წესი
საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 41-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი, ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 18 დეკემბრის №47 დადგენილება
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ნადირაძე
დანართი №1საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების
წესი მუხლი 1.საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა.
საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა )განისაზღვრება დანართი №2-ის შესაბამისად.საკრებულოს წევრებისთვის (გარდა თანამდებობის პირები) საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება
1.
საკრებულოს თითოეულ წევრს (გარდა თანამდებობის პირების) ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული გაწეული მუშაობისათვის ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა, განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად.2.
ხარჯების ანაზღაურების განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნას საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომების მუშაობაში მონაწილეობა, ამომრჩევლებთან შეხვედრები (რაც დადასტურებული იქნება შეხვედრაზე შედგენილი ოქმით). აგრეთვე კომისიებისა და ფრაქციის თავმჯდომარეებმა ყოველი თვის ბოლოს საკრებულოს აპარატს წარუდგინონ საკრებულოს წევრების სხდომაზე დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი წინა თვის პირველი რიცხვიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე. არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს - მომდევნო სამუშაო დღეს) მომდევნო სამუშაო დღეს. საკრებულოს აპარატი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს თავმჯდომარე გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს თანდართული სიით და გადასცემს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია საკრებულოს კონკრეტული წევრებისათვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა საკრებულოს, რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით.3.
საკრებულოს წევრს, რომელიც არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს გეგმიურ სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისათვის დაექვითება 30 (ოცდაათი) ლარი.4.
საკრებულოს სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი საკრებულოს წევრმა სხდომის დაწყებამდე უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს, მაგრამ თუ გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სხდომის დაწყებამდე ვერ აცნობა, სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს 2 დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინაარმდეგ სემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად.5.
თუ საკრებულოს წევრი, მისთვის დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ გამოცხადდა საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს სხდომაზე და გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სხდომის დაწყებამდე ვერ წარადგინა წერილობითი განცხადება, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში – სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად.№
საკრებულოს წევრი, საკრებულოს არათანამდებობის მქონე პირი ყოველთვიურად განსაზღვრული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ლარი) საკრებულოს წევრებისთვის (გარდა თანამდებობის პირები) საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება.500