,,საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირები) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 თებერვლის #6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№82
სარეგისტრაციო კოდი
190020020.35.130.016291
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №82 

2018 წლის 28 მარტი

ქ. საჩხერე

 

,,საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირების) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ საჩხერის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 17 თებერვლის №6 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი,  20/02/2015 წ.; სარეგისტრაციო კოდი:  190020020.35.130.016134)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ს მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ხარჯების ანაზღაურების განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომების მუშაობაში მონაწილეობა, ამომრჩევლებთან შეხვედრები (რაც დადასტურებული იქნება შეხვედრაზე შედგენილი ოქმით); აგრეთვე კომისიებისა და ფრაქციის თავმჯდომარეებმა ყოველი თვის ბოლოს საკრებულოს აპარატს წარუდგინონ საკრებულოს წევრების სხდომაზე დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის პირველი რიცხვიდან მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე. არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) მომდევნო სამუშაო დღეს. საკრებულოს აპარატი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს თავმჯდომარე გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს თანდართული სიით და გადასცემს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს. საკრებულოს ბიურო უფლებამოსილია საკრებულოს კონკრეტული წევრებისათვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 3. საკრებულოს  წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული  ხარჯების ანაზღაურების  შესახებ

მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული წესით, საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე, უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული  ხარჯების ანაზღაურებას.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ივანაშვილი



                                                                                                                                      დანართი №2

 


საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა

საკრებულოს წევრი (გარდა თანამდებობის პირებისა)

ყოველთვიურად განსაზღვრული ხარჯების  ანაზღაურების  ოდენობა  (ლარი)

 

 

საკრებულოს წევრებისთვის (გარდა თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება.

 

450