გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 |
|
2022 წლის 22 თებერვალი ქ. გარდაბანი |
|
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი“
საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
საკრებულოს იმ წევრებისთვის, რომლებიც არ არიან თანამდებობის პირები, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული, ყოველთვიურად ასანაზღაურებელი ხარჯების ზღვრული ოდენობა არ აღემატება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს და ანაზღაურდება გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თვეში არაუმეტეს 825 (რვაას ოცდახუთი) ლარისა.
საკრებულოს წევრებისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების გამოანგარიშების პროცედურები
1. საკრებულოს წევრს შეიძლება აუნაზღაურდეს ის მატერიალური ხარჯი, რომლის გაწევაც მას მოუხდა საკრებულოს წევრობასთან დაკავშირებული შემდეგი უფლებამოსილებების განხორციელებისას:
ა) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით ან/და სარეგისტრაციო ფურცლით;
ბ) მოსახლეობასთან, თვის განმავლობაში, არანაკლებ სამი შეხვედრისთვის, რაც დადასტურებული იქნება საკრებულოს წევრის მოხსენებითი ბარათითა და მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმებით;
გ) საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესრულებისთვის.
2. საკრებულოს კონკრეტული წევრის (გარდა თანამდებობის პირისა) ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობის განსაზღვრისთვის საკრებულოს წევრი ვალდებულია ყოველი თვის 20 რიცხვიდან, მომდევნო თვის 20 რიცხვამდე, საკრებულოს აპარატში წარადგინოს მოხსენებითი ბარათი, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია მის მიერ მოსახლეობასთან შეხვედრების შესახებ, აგრეთვე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესრულებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ“.
საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
1. საკრებულოს აპარატის უფროსი საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (მოხსენებითი ბარათი, განცხადება, მოსახლეობასთან შეხვედრის დამადასტურებელი ოქმი, ხარჯის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია), საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებზე, დასწრების ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე ავსებს ამ დადგენილების დანართი №2-ით დამტკიცებულ ცხრილს და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა.
2. საკრებულო, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის საფუძველზე, საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იღებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (განკარგულებას) საკრებულოს წევრების მიერ გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობის მითითებით და უგზავნის მას მუნიციპალიტეტის მერს.
3. მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-100 მუხლის მეოთხე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილ საბანკო ანგარიშზე.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ამსახველი მონაცემების ცხრილი
საანგარიშო პერიოდი:
(თვე) (წელი)
საკრებულოს აპარატის უფროსი: / /
(ხელმოწერა) (სახელი, გვარი)
ცხრილის შევსების თარიღი: „-----“ ------------------“------ წელი. |