ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.04.2022 ბოლო ცვლილება 05.03.2026
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.143.016638
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 08/04/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2022 წლის 7 აპრილი

ხაშური

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მესამე პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 03 თებერვლის  №7 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/02/2022, სარეგ. კოდი: 190040000.35.143.016627).
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ლიპარტელიანი



დანართი №1

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი ადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ  საქართველოს კანონმდებლობით და საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ტექნიკური ხასიათის ხარჯების (შემდგომ – ხარჯები) ოდენობას და მისი ანაზღაურების პირობებს.

მუხლი 2. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების  ოდენობა
1. განესაზღვროს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკური ხარჯების ანაზღაურებისათვის თვეში 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით:

ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის გაწეული ტექნიკური ხასიათის ხარჯისათვის – 100 (ასი) ლარი;

ბ) საკრებულოს კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად გაწეული ტექნიკური ხასიათის ხარჯისათვის – 100 (ასი) ლარი;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან/და შესაბამის მაჟორიტარულ ოლქში მცხოვრებ მოქალაქეებთან/ამომრჩევლებთან შესაბამის პერიოდში არანაკლებ 2 (ორი) შეხვედრის ორგანიზებისათვის – 200 (ორასი) ლარი;

დ) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 1171 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკით გათვალისწინებული, თვეში მინიმუმ ერთხელ მოქალაქეების/ამომრჩეველების მიღების დღის მოწყობის ორგანიზებისათვის – 200 (ორასი) ლარი.


მუხლი 3. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ამ დადგენილების პირველი მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ - „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ, მერიის შესაბამის სამსახურში ყოველი თვის 20 რიცხვში ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე (თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს-მომდევნო სამუშაო დღეს).

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ყოველი თვის 20 რიცხვამდე ახორციელებს  საკრებულოს აპარატი.

3. საკრებულოს თითოეული წევრისთვის, ამ დადგენილების პირველი მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), როგორც წესი ყოველი თვის 20 რიცხვამდე საკრებულოს თავმჯდომარეს მოხსენებითი ბარათით წარუდგენენ მოქალაქეებთან/ამომრჩევლებთან შეხვედრის დამადასტურებელ, (რომელიც უნდა დასტურდებოდეს ორი მოქალაქის/ამომრჩევლის ხელმოწერით) და მოქალაქეების/ამომრჩევლების მიღების მოწყობის მინიმუმ თითო ოქმს, სადაც ასახული უნდა იქნას შეხვედრების ჩატარების დრო, ადგილი და თემატიკა.

4. თუ საკრებულოს წევრი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს ერთ-ერთს (საკრებულოს ან საკრებულოს კომისიის მიერ ჩატარებული სხდომებიდან არ დაესწრება მინიმუმ ერთ სხდომას, არ შეხვდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან/და შესაბამის მაჟორიტარულ ოლქში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაბამის პერიოდში არანაკლებ ორჯერ, არ მოაწყობს გრაფიკის მიხედვით ამომრჩევლების მიღებას), არ აუნაზღაურდება ამ დადგენილებით გათვალისწინებული თანხის შესაბამისი ოდენობა.



საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მესამე პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1🔗

დამტკიცდეს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დანართი №1-ის შესაბამისად.

მუხლი 2🔗

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 03 თებერვლის  №7 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 04/02/2022, სარეგ. კოდი: 190040000.35.143.016627).

მუხლი 3🔗

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ლიპარტელიანი

დანართი №1

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

მუხლი 1.🔗

რეგულირების სფერო

ეს წესი ადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ  საქართველოს კანონმდებლობით და საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეული ტექნიკური ხასიათის ხარჯების (შემდგომ – ხარჯები) ოდენობას და მისი ანაზღაურების პირობებს.

მუხლი 2.🔗

საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების  ოდენობა
1. განესაზღვროს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკური ხარჯების ანაზღაურებისათვის თვეში 600 (ექვსასი) ლარის ოდენობით:
ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის გაწეული ტექნიკური ხასიათის ხარჯისათვის – 100 (ასი) ლარი;

ბ) საკრებულოს კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად გაწეული ტექნიკური ხასიათის ხარჯისათვის – 100 (ასი) ლარი;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან/და შესაბამის მაჟორიტარულ ოლქში მცხოვრებ მოქალაქეებთან/ამომრჩევლებთან შესაბამის პერიოდში არანაკლებ 2 (ორი) შეხვედრის ორგანიზებისათვის – 200 (ორასი) ლარი;

დ) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 1171 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკით გათვალისწინებული, თვეში მინიმუმ ერთხელ მოქალაქეების/ამომრჩეველების მიღების დღის მოწყობის ორგანიზებისათვის – 200 (ორასი) ლარი.


მუხლი 3. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ამ დადგენილების პირველი მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ - „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ, მერიის შესაბამის სამსახურში ყოველი თვის 20 რიცხვში ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე (თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს-მომდევნო სამუშაო დღეს).
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ყოველი თვის 20 რიცხვამდე ახორციელებს  საკრებულოს აპარატი.

3. საკრებულოს თითოეული წევრისთვის, ამ დადგენილების პირველი მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), როგორც წესი ყოველი თვის 20 რიცხვამდე საკრებულოს თავმჯდომარეს მოხსენებითი ბარათით წარუდგენენ მოქალაქეებთან/ამომრჩევლებთან შეხვედრის დამადასტურებელ, (რომელიც უნდა დასტურდებოდეს ორი მოქალაქის/ამომრჩევლის ხელმოწერით) და მოქალაქეების/ამომრჩევლების მიღების მოწყობის მინიმუმ თითო ოქმს, სადაც ასახული უნდა იქნას შეხვედრების ჩატარების დრო, ადგილი და თემატიკა.

4. თუ საკრებულოს წევრი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს ერთ-ერთს (საკრებულოს ან საკრებულოს კომისიის მიერ ჩატარებული სხდომებიდან არ დაესწრება მინიმუმ ერთ სხდომას, არ შეხვდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან/და შესაბამის მაჟორიტარულ ოლქში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაბამის პერიოდში არანაკლებ ორჯერ, არ მოაწყობს გრაფიკის მიხედვით ამომრჩევლების მიღებას), არ აუნაზღაურდება ამ დადგენილებით გათვალისწინებული თანხის შესაბამისი ოდენობა.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.03.2026.
როდის იქნა მიღებული „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 07.04.2022. მიმღები ორგანო — ხაშურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.35.143.016638.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 05.03.2026-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.03.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №18, 07.04.2022, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.143.016638 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5433196/