„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 |
|
2022 წლის 1 სექტემბერი ქ. ხაშური |
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ამ წესის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ - „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის გაცემა ხდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ, მერიის შესაბამის სამსახურში ყოველი თვის 20 რიცხვში ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე (თუ შესაბამისი თვის 20 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს-მომდევნო სამუშაო დღეს).
2. ამ წესის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ყოველი თვის 20 რიცხვამდე ახორციელებს საკრებულოს აპარატი.
3. საკრებულოს თითოეული წევრისთვის, ამ წესის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა), როგორც წესი ყოველი თვის 20 რიცხვამდე საკრებულოს თავმჯდომარეს მოხსენებითი ბარათით წარუდგენენ მოქალაქეებთან/ამომრჩევლებთან შეხვედრის დამადასტურებელ და მოქალაქეების/ამომრჩევლების მიღების მოწყობის მინიმუმ თითო ოქმს, სადაც ასახული უნდა იქნას შეხვედრების ჩატარების დრო, ადგილი და თემატიკა.
4. თუ საკრებულოს წევრი ამ წესის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს ერთ-ერთს (საკრებულოს ან საკრებულოს კომისიის მიერ ჩატარებული სხდომებიდან არ დაესწრება მინიმუმ ერთ სხდომას, არ შეხვდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან/და შესაბამის მაჟორიტარულ ოლქში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაბამის პერიოდში არანაკლებ ორჯერ, არ მოაწყობს გრაფიკის მიხედვით ამომრჩევლების მიღებას), არ აუნაზღაურდება ამ დადგენილებით გათვალისწინებული თანხის შესაბამისი ოდენობა.“.
|