„ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 აპრილის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2026 წლის 5 მარტი ხაშური |
1. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა
1. განესაზღვროს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის საჭირო ტექნიკური ხარჯების ანაზღაურებისათვის თვეში 800 (რვაასი) ლარის ოდენობით:
ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის გაწეული ტექნიკური ხასიათის ხარჯისათვის – 165 (ას სამოცდახუთი) ლარი;
ბ) საკრებულოს კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად გაწეული ტექნიკური ხასიათის ხარჯისათვის – 165 (ას სამოცდახუთი) ლარი;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ან/და შესაბამის მაჟორიტარულ ოლქში მცხოვრებ მოქალაქეებთან/ამომრჩევლებთან შესაბამის პერიოდში არანაკლებ 2 (ორი) შეხვედრის ორგანიზებისათვის – 235 (ორას ოცდათხუთმეტი) ლარი;
დ) ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის 1171 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკით გათვალისწინებული თვეში მინიმუმ ერთხელ მოქალაქეების/ამომრჩეველების მიღების დღის მოწყობის ორგანიზებისათვის – 235 (ორას ოცდათხუთმეტი) ლარი.“.
|