,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.109.016418
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2023 წლის 28 დეკემბერი

ქ. მარტვილი

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების  წესის  დამტკიცების      შესახებ“     მარტვილის     მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022  წლის  27  მაისის  №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/05/2022, საიდენტიფიკაციო კოდი: 010250020.35.109.016376) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 2. ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა

საკრებულოს თითოეული წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა თვეში შეადგენს 800 (რვაასი) ლარს.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გამოსცემს ბრძანებას საკრებულოს თითოეული წევრისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ დანართის პირველ მუხლში გათვალისწინებული საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებისა და ოდენობის შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია შეუმციროს საკრებულოს კონკრეტულ წევრს ამ დანართის მე-2 მუხლით დადგენილი თანხის ზღვრული ოდენობა საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მისი ფაქტობრივი დასწრების გათვალისწინებით, თითოეული გაცდენილი სხდომისათვის: საკრებულოს სხდომის გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით, კომისიისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის გაცდენისათვის 20 (ოცი) ლარი.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია 2024 წლის 21 იანვრიდან.

მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან სურმავა