„მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2022 წლის 23 ივნისი ქ. მარტვილი |
,,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 და 25-ე მუხლების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად და „მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №5 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“;
,, 1. ამ დანართის პირველი მუხლის ,,ა“ და ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის შესახებ საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე უზრუნველყოფს საკრებულოს კომისიების სხდომებში დეპუტატების დასწრების აღრიცხვას, ხოლო დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, დროებით სამუშაო ჯგუფში დეპუტატების მონაწილეობის აღრიცხვას და ყოველი თვის ბოლო რიცხვში საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენენ წერილობით ინფორმაციას. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების დასწრების აღრიცხვა ხორციელდება საკრებულოს სხდომის სარეგისტრაციო ფურცლით, რომელსაც უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. ამ ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფროსი ერთიან მოხსენებით ბარათს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.
2. საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გამოსცემს ბრძანებას საკრებულოს თითოეული წევრისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ დანართის პირველ მუხლში გათვალისწინებული საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებისა და ოდენობის შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია შეუმციროს საკრებულოს კონკრეტულ წევრს ამ დანართის მე-2 მუხლით დადგენილი თანხის ზღვრული ოდენობა საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მისი ფაქტობრივი დასწრების გათვალისწინებით, თითოეული გაცდენილი სხდომისათვის: საკრებულოს სხდომის გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით, კომისიისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის გაცდენისათვის 20 (ოცი) ლარი.“;
|