„მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 მაისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 |
|
2022 წლის 26 დეკემბერი ქ. მარტვილი |
,,მუხლი 2. ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა
საკრებულოს თითოეული წევრის მიერ ცალკეული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა თვეში შეადგენს 720 (შვიდას ოცი) ლარს.“;
,, 1. ამ დანართის პირველი მუხლის ,,ა“ და ,,გ“ პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის შესახებ საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე უზრუნველყოფს საკრებულოს კომისიების სხდომებში დეპუტატების დასწრების აღრიცხვას, ხოლო დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, დროებით სამუშაო ჯგუფში დეპუტატების მონაწილეობის აღრიცხვას და ყოველი თვის 20 რიცხვში საკრებულოს აპარატის უფროსს წარუდგენენ წერილობით ინფორმაციას. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატების დასწრების აღრიცხვა ხორციელდება საკრებულოს სხდომის სარეგისტრაციო ფურცლით, რომელსაც უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. ამ ინფორმაციის დამუშავების შემდეგ, საკრებულოს აპარატის უფროსი ერთიან მოხსენებით ბარათს წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.
2. საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს აპარატის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გამოსცემს ბრძანებას საკრებულოს თითოეული წევრისათვის (გარდა თანამდებობის პირებისა) ამ დანართის პირველ მუხლში გათვალისწინებული საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებისა და ოდენობის შესახებ. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია შეუმციროს საკრებულოს კონკრეტულ წევრს ამ დანართის მე-2 მუხლით დადგენილი თანხის ზღვრული ოდენობა საკრებულოს, საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მისი ფაქტობრივი დასწრების გათვალისწინებით, თითოეული გაცდენილი სხდომისათვის: საკრებულოს სხდომის გაცდენისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, კომისიისა და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის გაცდენისათვის 30 (ოცდაათი) ლარი.“.
|