„გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 |
|
2018 წლის 5 მარტი ქ. გურჯაანი |
„მუხლი 3. საკრებულოს წევრებისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) წარმომადგენლობით უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის გამოანგარიშების პროცედურები
1. საკრებულოს წევრებისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე დასწრების; დადგენილების პროექტის ინიცირების; საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებით სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მიღების; ამომრჩეველთან შეხვედრისა და მიღების, მათი წერილებისა და წინადადებების განხილვის, განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯი განისაზღვროს თვეში 395 (სამას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.
2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთან შეხვედრებისა და მიღების, მათი წერილებისა და წინადადებების განხილვაში მონაწილეობის მიღების, საკრებულოს სხდომებზე, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებზე, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის 20 რიცხვიდან მიმდინარე თვის 20 რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს).“.
|