დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
270070000.35.156.016232
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/01/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №6

2016 წლის 20 იანვარი

ქ. დმანისი

 

„დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №74 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
„დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა თანამდებობის პირებისა) მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 15 დეკემბრის  №74 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge), 17/12/2015, 270070000.35.156.016192) შევიდეს ცვლილებები და დადგენილების მე-2-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:  

,,მუხლი 2

საკრებულოს წევრისთვის,  (გარდა  თანამდებობის  პირებისა)   ამ   დადგენილების    პირველ    მუხლში მითითებული თანხის ანაზღაურება    მოხდება    საკრებულოს თავმჯდომარის    ბრძანებით,    რომლის უზრუნველსაყოფად:

1. საკრებულოს  აპარატის  უფროსი, ყოველი თვის არაუგვიანეს  20 რიცხვისა, მოხსენებითი ბარათით ერთიან ინფორმაციას, სისტემატიზებული  სახით  წარუდგენს  საკრებულოს  თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრების (გარდა  თანამდებობის  პირებისა)  საკრებულოს  სხდომებსა  და  მის  ორგანოთა  მუშაობაში  მონაწილეობის შესახებ და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შემუშავდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება.

2. საკრებულოს   წევრს,   რომელიც   არასაპატიო    მიზეზით   არ   გამოცხადდება საკრებულოს   სხდომაზე, თითოეული  სხდომის  გაცდენისათვის  დაექვითება  50 ლარი,  ხოლო  საკრებულოს  ცალკეული  ორგანოების (კომისია, ფრაქცია) სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის - 30 ლარი.

3. საკრებულოს  წევრმა  საკრებულოს  კომისიის,  ფრაქციის  და საკრებულოს  სხდომაზე  გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ, სხდომის  დაწყებამდე,  წერილობითი განცხადებით ან სატელეფონო შეტყობინებით  უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს.

 4.  თუ  საკრებულოს  წევრი,  მისთვის  დამოუკიდებელი   მიზეზების  გამო,  ვერ  გამოცხადდა  საკრებულოს კომისიის  ან  საკრებულოს  სხდომაზე  და გამოუცხადებლობის  მიზეზის  შესახებ  სხდომის  დაწყებამდე  მან ვერ წარადგინა წერილობითი განცხადება, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში – სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი