„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.139.016545
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/01/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2024 წლის 26 იანვარი

ქ. ბორჯომი

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის №53 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 010250040.35.139.016443, 01/03/2022) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის – ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-3 მუხლის:  

ა) მე-4 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ’ ქვეპუნქტი:

„ნ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 1061 მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის  იურიდიული პირების ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის/პირების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის მოსმენა და შეფასება, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს  საკრებულოში ელექტრონულად წელიწადში ერთხელ მაინც.“;  

ბ) მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარების, მუნიციპალიტეტში კულტურის სფეროსა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით  მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება; ადგილობრივი მნიშვნელობის ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებების, კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო დარბაზების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების ხელშემწყობი მუნიციპალურ პროგრამათა დამტკიცება;“;

გ) მე-8 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დახმარების, ბავშვის  დაცვისა და მხარდაჭერის  პროგრამების დამტკიცება;“;

დ) მე-12 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ  დაემატოს  შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ პუნქტები:

„ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

ვ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ დასახლებაში ავტოსადგურის არარსებობის შემთხვევაში შესაბამისი ნორმატიული აქტით იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრა, სადაც  სავალდებულო არ არის ავტოსადგურიდან რეისის გასვლა;“;

ე) ამოღებულ იქნეს მე-14 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი;

ვ) მე-15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაამტკიცოს სოფლის მეურნეობის (მათ შორის, სასოფლო კოოპერაციის) მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამები;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამ დადგენილების პირველი მუხლის „დ“ პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.01.2024.
როდის იქნა მიღებული „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 26.01.2024. მიმღები ორგანო — ბორჯომის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №4. სარეგისტრაციო კოდი — 010250040.35.139.016545.
რამდენი მუხლისგან შედგება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.01.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 25 თებერვლის N53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №4, 26.01.2024, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.139.016545 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.01.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6085039/