„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2022 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.124.016437
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/01/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2022 წლის 28 იანვარი

ქ. ბაღდათი

 

„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2022 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2022 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №22 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 29.12.2021წ. სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.124.016430) დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლის, (სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება (საოპერაციო, სამკურნალო და გამოკვლევების ხარჯების თანადაფინანსება, პ/კ 06 02 01)) „1.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავდროულად ფაქტობრივად მცხოვრები მოქალაქეები, რომელთაც სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მინიჭებული აქვთ უმწეობის სტატუსის განმსაზღვრელი 65 000-მდე სარეიტინგო ქულა ან წარმოადგენენ (საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად) მერის წარმომადგენლის მიერ გაცემულ შუამდგომლობას რომელშიც დადასტურებული იქნება მოქალაქის დახმარების საჭიროება“.“

2.  მე-4 მუხლის (უფასო სასადილოს დაფინანსება, პ/კ 06 02 04) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამის ფარგლებში, ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვებით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უმწეო და სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეები (არაუმეტეს 60 ბენეფიციარისა)“.“

3. მე-14 მუხლის (მარტოხელა მშობლის ფინანსური დახმარება პ/კ 06 02 14) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მარტოხელა მშობლები, ერთჯერადად 300 ლარის ოდენობით“.“

4. მე-15 მუხლის (მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარება პ/კ 06 02 15) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პროგრამით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მრავალშვილიანი ოჯახები (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი), ერთჯერადი ფინანსური დახმარების სახით, თითოეულ ბავშვზე 50 ლარის ოდენობით“.“

5.  მე-17 მუხლის ( მედიკამენტების დაფინანსება, პ/კ 06 02 17):

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსებით ისარგებლებენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ამავდრულად ფაქტობრივად მცხოვრები ეკონომიურად შეჭირვებული შემდეგი დაავადების მქონე მოქალაქეები:

ა) ონკოლოგიური და ონკო-ჰემატოლოგიური;

ბ) თირკმლის უკმარისობა;

გ) ინსულტის შემდგომი პერიოდი;

დ) შაქრიანი დიაბეტი;

ე) პარკინსონის დაავადება;

ვ) ეპილეფსია;

ზ) ბრონქული ასთმა, ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტი;

თ) მიასთენია;

ი) ფენილკეტონურია და ცელიაკია (სამკურნალო კვების თანხა);

კ) ცერებრალური დამბლა;

ლ) ფსორიაზი;

მ) გულსისხლძარღვთა დაავადებები;

ნ) პნევმონია;

ო) წითელი მგლურა;

პ) გლაუკომა, კატარაქტა;

ჟ) ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის შემდგომი მკურნალობა;

რ) ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება;

ს) წითელი ქარი;

ტ) სეფსისი, პერიტონიტი;

უ) ანემია;

ფ) ფარისებრი ჯირკვლის დაავადება;

ქ) გაფანტული სკლეროზი;

ღ) კოვიდის შემდგომი გართულება;

ყ) ღვიძლის დაავადება (ციროზი);

შ) პრადერ-ვილის სინდრომი;

ჩ) სოციალურად დაუცველი 18 წლამდე ასაკის ბავშვები მედიკამენტების დაფინანსებით  ისარგებლებენ მიუხედავად მათი დიაგნოზისა“.

ბ) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ონკოლოგიური სენით, ფენილკეტონურიითა და ცელიაკიით დაავადებული პაციენტები თავისუფლდებიან ამ მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებისაგან“.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარ გიორგიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2022 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2022 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.01.2022.
როდის იქნა მიღებული „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2022 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2022 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.01.2022. მიმღები ორგანო — ბაღდათის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.124.016437.
რამდენი მუხლისგან შედგება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2022 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2022 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2022 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.01.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2022 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1, 28.01.2022, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016437 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.01.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5368423/