„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№14
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.107.016317
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/05/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №14

2018 წლის 7 მაისი

დაბა ჩხოროწყუ

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2018  წლის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018  წლის  3 იანვრის   №1  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/01/2018წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.107.016304) შეტანილ იქნეს  ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:

ა) პირველი  მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. სოციალური დახმარების სახეები

  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გასაცემი სოციალური დახმარების სახეებია:

ა) ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა;

ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) მქონე პირთა სოციალური დაცვა;

დ) ხანდაზმულ  (100 და მეტი წლის) პირთა  სოციალური დაცვა;

ე) უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (2018  წელს ხანძრით და სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარება, ასევე, უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა);

ვ) დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა;

ზ) ჩერნობილის  აეს-ის ავარიის  სალიკვიდაციო სამუშაოებში  მონაწილეთა   დახმარება;

თ) გაუსაძლის  საბინაო პირობებში მყოფთა  დახმარება;

ი) უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვა;

კ)  ჰემოდიალიზის პაციენტთა  დახმარება;

ლ) მოსახლეობის სამედიცინო დახმარება;

მ) მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება;

ნ) შესაბამისი საჭიროების მქონე  პირების სამედიცინო საშუალებებით (სასმენი აპარატი, ყავარჯენი, ეტლი, სპეცფეხსაცმელი და სხვა) უზრუნველყოფა;

ო) მიუსაფართა  ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა;

პ)  სადღესასწაულო დღეების დახმარება.“;

ბ)  მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 121  მუხლი:

„მუხლი 121.  შესაბამისი საჭიროების მქონე  პირების სამედიცინო საშუალებებით (სასმენი აპარატი, ყავარჯენი, ეტლი, სპეცფეხსაცმელი და სხვა) უზრუნველყოფა

 1. შესაბამისი საჭიროების მქონე  პირებისთვის განისაზღვროს სამედიცინო საშუალებებით (სასმენი აპარატი, ყავარჯენი, ეტლი, სპეცფეხსაცმელი და სხვა) უზრუნველყოფა.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს: 

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) შესაბამისი საჭიროების დამადასტურებელი  დოკუმენტი;

დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);                                                       

ე)  საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.“;

გ)  მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დახმარებების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს მერიის  ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის სამსახური, გარდა ამ წესის პირველი მუხლის „ე“, „თ“, „ლ“, „მ“, „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დახმარებებისა.“.

დ) მე-19  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესის პირველი მუხლის „ე“, „თ“, „ლ“, „მ“, „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის საკითხზე მერიაში შემოსულ განცხადებებს იხილავს მერიის  შესაბამისი კომისია, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IV თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებესიკ ესებუა