„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2018 წლის 5 მარტი დაბა ჩხოროწყუ |
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) გაუსაძლის საბინაო პირობებში მყოფთა დახმარება;“;
ბ) მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ომის ვეტერანთა სარიტუალო მომსახურებას. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის გარდაცვალების შემთხვევაში ვეტერანის ოჯახს უფლება აქვს ისარგებლოს სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებით 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. სარიტუალო თანხების გაცემა უნდა მოხდეს დევნილი ვეტერანების ოჯახებზეც;“;
გ) მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. შესაბამისი საჭიროების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განისაზღვროს სამედიცინო საშუალებებით (სასმენი აპარატი, ყავარჯენი, ეტლი, სპეცფეხსაცმელი და სხვა) უზრუნველყოფა.
6. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;
დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);
ე) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.“;
დ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დახმარების დანიშვნისას უპირატესობა მიენიჭებათ:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პრობაციონერებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებულ პირებს, რომელთა გათავისუფლებიდან გასულია არაუმეტეს 3 წელი;
ბ) მარტოხელა მშობელს, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი ბავშვები ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები;
გ) მარტოხელა, შრომისუუნარო უსახლკარო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთაც არ ჰყავთ მარჩენალი;
დ) ხანდაზმული, პენსიონერი მოქალაქეები, რომელთაც არა ჰყავთ მარჩენალი.“;
ე) მე-9 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. გაუსაძლის საბინაო პირობებში მყოფთა დახმარება“;
ვ) მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. მოსახლეობის ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. ერთჯერადი ფულადი დახმარება 50-დან 200 ლარამდე ოდენობით გაიცემა:
ა) სოციალურად დაუცველ პირებზე, რომელთაც მინიჭებული აქვთ სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა არაუმეტეს 100 000-ისა;
ბ) პენსიონრებზე, რომელთაც არ გააჩნიათ რაიმე ფულადი შემოსავალი პენსიის გარდა;
გ) მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ ოჯახებზე, რომელთაც ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები;
დ) პირებზე, რომელთაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები;
ე) პირებზე, რომლებიც არიან მწოლიარე ავადმყოფები;
ვ) პირებზე, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) უმწეობის შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა;
ე) სხვა შესაბამისი დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს დახმარების მიღების უფლებას.
ვ) საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.“;
ზ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. სადღესასწაულო დღეების დახმარება
1. შობა-ახალი წლისა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო განწყობის შექმნის მიზნით, დახმარება კვების პროდუქტების სახით გაიცემა:
ა) მიუსაფართა სასადილოს ბენეფიციარებზე;
ბ) დედ-მამით ობოლ ბავშვებზე;
გ) სოციალურ საცხოვრისში ჩასახლებული პირებზე;
დ) უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ ოჯახებზე.
2. ბენეფიციარების შერჩევა ხდება მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად.“;
თ) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა
1. ამ წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ე“, „თ“, „ლ“, „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის საკითხზე მერიაში შემოსულ განცხადებებს იხილავს მერიის შესაბამისი კომისია, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-IV თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.
3. კომისია შედგება არანაკლებ 3 და არაუმეტეს 7 წევრისგან.
4. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარე.
5. კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თავმჯდომარის დავალებით თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მერის ბრძანებით განსაზღვრული კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
6. კომისიას ჰყავს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული მდივანი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის საქმისწარმოებას, კომისიის სხდომის ოქმის შედგენასა და კომისიის თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულებას.
7. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
8. კომისია იკრიბება კვირაში ერთხელ და ამზადებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს მუნიციპალიტეტის მერისთვის წარსადგენად. გადაუდებელი შემთხვევის დროს კომისია რიგგარეშე განიხილავს ბენეფიციართა განცხადებებს.
9. სოციალური დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მომზადება ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითი და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე.
10. კომისიის ყოველი სხდომის შემდეგ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
11. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში.
კომისიის ოქმის სათანადო წესით გაფორმებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი, რომელიც ასევე პასუხისმგებელია ოქმის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე.“.
|