„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „შეღავათები მუნიციპალურ ტრანსპორტზე“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №87 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №228 |
|
2020 წლის 25 დეკემბერი ქ. რუსთავი |
1.1 წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული სმენა დაქვეითებული და უსინათლო პირები;“
1.2 წესის მე-2 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტები.“.
1.3 წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ქვეპროგრამით გათვალისწინებული დახმარების მოცულობა
„1. ქვეპროგრამით მოსარგებლეებს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა დაუფინანსდებათ შემდეგი სახით:
ა) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს 0.40 ლარის ოდენობით, თვეში არაუმეტეს 60-ჯერ.
ბ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს მგზავრობის ღირებულების 50%.“
2. პირები, რომლებიც მიეკუთვნებიან ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ ერთზე მეტ კატეგორიას, ისარგებლებენ მხოლოდ ერთი კატეგორიისთვის განსაზღვრული შეღავათით, ამასთან პირები, რომლებიც ერთდროულად აკმაყოფილებენ „ა“, „ბ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ტრანსპორტით მგზავრობა დაუფინანსდებათ 0.40 ლარის ოდენობით, თვეში არაუმეტეს 60-ჯერ.
1.4 წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ქვეპროგრამით მოსარგებლე პირების ბაზა ფორმირდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის მიერ მოსარგებლე პირების ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე, რისთვისაც აუცილებელია:
ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ყოველთვიურად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ "სოციალური მომსახურების სააგენტოდან“, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან", სსიპ "ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან", ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამავე წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სსიპ და ა(ა)იპ-ებიდან მიღებული მონაცემების (მონაცემთა ბაზა) შედარება ქვეპროგრამის მოთხოვნებთან, მოსარგებლე პირების მიხედვით.“
ბ) ამ წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში დამატებით წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტები:
1.5 წესის მე-4 მუხლს დაემატოს „11“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ამ წესის თანახმად დადგენილი მონაცემების გადამოწმების შემდეგ თუ მოსარგებლე აღარ აკმაყოფილებს ქვეპროგრამით დადგენილ კრიტერიუმებს მას უწყდება სოციალური დახმარება.“.
|