„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 28 თებერვლის №52-16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №53-26 |
|
2025 წლის 21 მარტი ქ. თბილისი |
ა) მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) შემფასებელი – სამედიცინო დაწესებულება, რომელიც „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პერსონალური ასისტენტის საჭიროების შეფასების წესისა და ფორმების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ახორციელებს პერსონალური ასისტირების საჭიროებისა და ასისტირების ტიპის შეფასების პროცედურას.“;
ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) შემფასებლისთვის დადგენილი წესით განხორციელებული შეფასების საფუძველზე, განესაზღვრა პერსონალური ასისტენტის მომსახურების საჭიროება და ასისტირების ტიპი და აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.“;
გ) მე-6 მუხლის:
გ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მიმწოდებელი ვალდებულია განიხილოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია. სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში აცნობებს განმცხადებელს, რომ შეფასების პროცედურის გასავლელად მიმართოს შემფასებელს, რომელიც განსაზღვრავს მოსარგებლის პერსონალური ასისტირების საჭიროებას და ასისტირების ტიპს. განმცხადებელს ასევე ეცნობება წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზის შესახებ.“;
გ.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მაძიებელი პირის შეფასების შემდგომ შემფასებელი გასცემს პერსონალური ასისტენტის საჭიროების შეფასების ფორმას, რომელიც წარდგენილ უნდა იქნეს მიმწოდებელთან.“;
დ) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გაწეული მომსახურებისათვის თანხის მისაღებად მიმწოდებელი განმახორციელებელს წარუდგენს საანგარიშგებო დოკუმენტაციას ფაქტობრივად გაწეული საათობრივი მომსახურების შესახებ (ბენეფიციართა რეესტრი და მომსახურების მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები) საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 8 რიცხვამდე.“;
ე) მე-10 მუხლს მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. განმახორციელებელი არ ახდენს შემფასებლის მიერ პერსონალური ასისტირების საჭიროებისა და ასისტირების ტიპის განსაზღვრის თაობაზე გაცემული შეფასების ფორმის/შეფასების დასკვნის მონიტორინგს.“.
|