ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №52 |
|
2018 წლის 10 მაისი ქ. ტყიბული
|
|
2. საკრებულოს წევრს შეიძლება აუნაზღაურდეს მხოლოდ ის გონივრული მატერიალური ხარჯი, რომლის გაწევაც მას მოუხდა წარმომადგენლობით ორგანოში წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების (საკრებულოს სხდომებზე დასწრება, საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება, დადგენილების პროექტის ინიციირება, საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა, საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა, მოქალაქეთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების განხილვა, ანგარიშის საჯარო განხილვა) განხორციელებისას. მხედველობაში ასევე მიიღება საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი მოსახლეობასთან შეხვედრის დამადასტურებელი ოქმები, აგრეთვე ხარჯების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები (ანგარიშფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი, ქვითარი და ა.შ.).
3. საკრებულოს წევრის ხარჯების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციის სხდომებზე საკრებულოს წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები, რაც დასტურდება შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერით ან/და სარეგისტრაციო ფურცლით.
4. საკრებულოს წევრმა საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციის სხდომებზე გამოუცხადებლობის მიზეზი წინასწარ უნდა აცნობოს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს წერილობითი ან ელექტრონული განცხადების სახით. თუ საკრებულოს წევრმა სხდომის დაწყებამდე არ წარმოადგინა წერილობითი ან ელექტრონული განცხადება, იგი ვალდებულია შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში საკრებულოს აპარატში წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი საბუთი (ცნობა ან მოხსენებითი ბარათი), წინააღმდეგ შემთხვევაში სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიოდ.
5. საკრებულოს წევრის ხარჯების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისათვის საკრებულოს წევრი ვალდებულია არაუგვიანეს ყოველი თვის 25 რიცხვისა საკრებულოს აპარატში წარადგინოს მოხსენებითი ბარათი, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია მის მიერ საკრებულოსა და საკრებულოს კომისიების სხდომებში, ფრაქციების და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობისთვის, ასევე საკრებულოს სხვა დავალებების შესრულებისათვის გაწეული ხარჯების შესახებ, რასაც შეიძლება ახლდეს საწვავის ან/და სხვა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ანგარიშფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი, ქვითარი და ა.შ.).
2. საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს (ბრძანებას) საკრებულოს წევრების მიერ გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობის მითითებით და უგზავნის მას მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბუჯეტო სამსახურს.
3. მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბუჯეტო სამსახური, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას არაუგვიანეს ყოველი თვის 30 რიცხვისა, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-100 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილ საბანკო ანგარიშზე.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 156-ე მუხლის მე-5 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი, დანართი №1-ის შესაბამისად“.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირისა, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 იანვრის №1 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 11.01.2016 წ., 0190020020.35.125.016193).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენატალია კობახიძე
დანართი №1