ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 |
|
2022 წლის 8 ივლისი ქ.ზუგდიდი |
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
2. საკრებულოს წევრის ხარჯების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების, დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებზე და მოსახლეობასთან შეხვედრისას საკრებულოს წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები, რაც დასტურდება შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერით ან/და სარეგისტრაციო ფურცლით და მის მიერ გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები (ანგარიშფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი, ქვითარი და ა.შ.).
3. საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.
4. საკრებულოს წევრის ხარჯების კონკრეტული ოდენობა განისაზღვრება საკრებულოს განკარგულებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.
2. საკრებულოს აპარატის უფროსი საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, საკრებულოსა და საკრებულოს ორგანოების სხდომებზე დასწრების ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე ადგენს მოხსენებით ბარათს და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს არაუგვიანეს ყოველი თვის 3 რიცხვისა. საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურების საკითხი შეიტანება საკრებულოს ყოველი მორიგი სხდომის დღის წესრიგში.
3. გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურების შესახებ, საკრებულოს წევრების მიერ გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობის მითითებით, მიიღება საკრებულოს განკარგულებით, რომელიც მიღებისთანავე ეგზავნება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას.
4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური, საკრებულოს განკარგულების საფუძველზე, უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას საკრებულოს განკარგულების გამოცემიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-100 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილ საბანკო ანგარიშზე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს თანდართული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის №9 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე, აქტის მოქმედება გავრცელდეს 2022 წლის 8 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიგა ფარულავა
დანართიეს წესი განსაზღვრავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების (შემდგომში – საკრებულოს წევრის ხარჯები) ზღვრულ ოდენობას, მისი ანაზღაურების წესსა და პირობებს.