ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9 |
|
2022 წლის 29 აპრილი ქ. ზუგდიდი |
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი
2. საკრებულოს წევრს (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები უნაზღაურდება:
ა) საკრებულოს, საკრებულოს კომისიების და დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მონაწილეობისათვის;
ბ) საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისათვის;
გ) ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრებისათვის.
ა) საკრებულოს კომისიებში და საკრებულოს მიერ შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მისაღებად - 100 ლარის ოდენობით;
ბ) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისათვის - 100 ლარის ოდენობით;
გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქებთან თვის განმავლობაში არანაკლებ ორი შეხვედრისათვის - 559 ლარის ოდენობით.
2. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საკრებულოს კონკრეტული წევრისთვის განსაზღვროს ასანაზღაურებელი თანხა ზედა ზღვარზე ნაკლები ოდენობით, თუ საკრებულოს წევრი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება საკრებულოს სხდომაზე, თითოეული სხდომის გაცდენისთვის დაუკავდება - 20 ლარი, ხოლო საკრებულოს ორგანოთა (კომისია, დროებითი სამუშაო ჯგუფი) სხდომების არასაპატიო მიზეზით თითოეული გაცდენისთვის - 10 ლარი.
3. საკრებულოს წევრმა საკრებულოსა და მისი ორგანოების (კომისია,დროებითი სამუშაო ჯგუფი) სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი, წინასწარ, სხდომის დაწყებამდე უნდა აცნობს შესაბამისი სხდომის თავმჯდომარეს. თუ საკრებულოს წევრმა, სხდომის დაწყებამდე ვერ წარმოადგინა წერილობითი განცხადება, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა საკრებულოს აპარატში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა ან/და აცნობოს საკრებულოს აპარატს იმ გარემოებების შესახებ, რაც შეუძლებელს ხდის საკრებულოს წევრის სხდომაზე დასწრებას.
4. საკრებულოს წევრის მიერ სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაითვლება, თუ ფრაქციის ან უფრაქციო საკრებულოს წევრი პოლიტიკური შეხედულების გამო უარს აცხადებს საკრებულოსა და შესაბამისი ორგანოების სხდომაზე საკითხთა განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე (ბოიკოტი). ასეთ შემთხვევაში წერილობითი განცხადება წარედგინება საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს ან კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ;
5. ბოიკოტის დროს საკრებულოს არათანამდებობის პირს არ აუნაზღაურდება საკრებულოსა და მისი ორგანოების მუშაობაში მონაწილეობისთვის გათვალისწინებული ხარჯები.
2. საკრებულოს წევრს ამომრჩევლებთან შეხვედრისათვის მაქსიმალურად განსაზღვრულ (თვეში 2 შეხვედრა მაინც) ოდენობაზე ნაკლები შეხვედრის ჩატარებისათვის ანაზღაურება შეუმცირდეს 100 ლარის ოდენობით.
1. საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) საკრებულოს წევრის, საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მონაწილეობის შესახებ კალენდარული თვის განმავლობაში;
ბ) საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალების შესრულების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომის საპატიო (ჯანმრთელობა და ოჯახური მდგომარეობა) მიზეზით გაცდენის შესახებ;
დ) საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებთან გამართული შეხვედრის შესახებ.
2. საკრებულოს წევრს საკრებულოს კომისიის და დროებითი სამუშაო ჯგუფის სხდომებში მონაწილეობის მიღებად ჩაითვლება ყოველ კონკრეტულ სხდომაზე განსახილველი საკითხების 50%-ზე მეტი საკითხის განხილვაზე დასწრება.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 08.07.2022.
- როდის იქნა მიღებული „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 29.04.2022. მიმღები ორგანო — ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 190040000.35.105.016620.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 08.07.2022-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.07.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“, №9, 29.04.2022, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.105.016620 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.07.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5451055/