აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
19.05.2023 ბოლო ცვლილება 25.12.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.110.016477
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/05/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (7 მუხლი)
 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2023 წლის 19 მაისი

აბაშა

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული  კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  ორგანული კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილებით დამტკიცებული აბაშის მუნიციპალიტეტის სარებულოს რეგლამენტის მე-16  მუხლის შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ოდენობა.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს  თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 აპრილის №17 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგელა ხოშტარია



დანართი
აბაშის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების  განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების  ანაზღაურების  წესი და ოდენობა
მუხლი 1. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
ეს წესი განსაზღვრავს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესს და ოდენობას.

მუხლი 2. საკრებულოს წევრებისათვის ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა
1. საკრებულოს თითოეულ წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) აუნაზღაურდება ის გონივრული (მატერიალური) ხარჯი, რომლის გაწევაც მას მოუხდა საკრებულოში წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების (მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება, დადგენილების პროექტის ინიციირება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა, ამომრჩეველთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების  განხილვა, ანგარიშის საჯარო განხილვა) განხორციელებისას.

2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს თვეში არაუმეტეს 744  ლარის ოდენობით.


მუხლი 3. საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურების წესი
1. საკრებულოს წევრის ხარჯების ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების, დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში საკრებულოს წევრის ფაქტობრივი მონაწილეობის მონაცემები, რაც დასტურდება შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერით და სარეგისტრაციო ფურცლით და მის მიერ გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები.

2. საკრებულოს წევრმა მის მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან  დაკავშირებით გაწეული  ხარჯის  ოდენობის განსაზღვრისათვის საკრებულოს აპარატის უფროსის  სახელზე უნდა წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი ხარჯების გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტებთან, ასევე, ამომრჩევლებთან შეხვედრის საოქმო ჩანაწერთან ერთად, არაუგვიანეს ყოველი თვის პირველი  რიცხვისა.

3. საკრებულოს აპარატის უფროსი, საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, საკრებულოსა და საკრებულოს ორგანოების სხდომებში მონაწილეობის ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე, ადგენს მოხსენებით ბარათს და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს ყოველი თვის 3 რიცხვისა.

4. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება მოხდეს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.


მუხლი 4. საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურება
1. საკრებულოს წევრების მიერ (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისას, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად.

2. ანაზღაურება მოხდეს თვეში ერთხელ.




მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ოდენობა.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს  თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 აპრილის №17 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2023 წლის 1 ივნისიდან.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგელა ხოშტარია

დანართი
აბაშის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების  განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების  ანაზღაურების  წესი და ოდენობა მუხლი 1. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეს წესი განსაზღვრავს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესს და ოდენობას. მუხლი 2. საკრებულოს წევრებისათვის ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა
1. საკრებულოს თითოეულ წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) აუნაზღაურდება ის გონივრული (მატერიალური) ხარჯი, რომლის გაწევაც მას მოუხდა საკრებულოში წევრობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებების (მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადება, დადგენილების პროექტის ინიციირება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების, ფრაქციებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოსადმი/თანამდებობის პირისადმი კითხვით მიმართვა, ამომრჩეველთა მიღება, მათი წერილების, წინადადებებისა და საჩივრების  განხილვა, ანგარიშის საჯარო განხილვა) განხორციელებისას. 2. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს თვეში არაუმეტეს 744  ლარის ოდენობით. მუხლი 3. საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურების წესი
1. საკრებულოს წევრის ხარჯების ოდენობის განსაზღვრისათვის გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების, დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში საკრებულოს წევრის ფაქტობრივი მონაწილეობის მონაცემები, რაც დასტურდება შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერით და სარეგისტრაციო ფურცლით და მის მიერ გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები. 2. საკრებულოს წევრმა მის მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან  დაკავშირებით გაწეული  ხარჯის  ოდენობის განსაზღვრისათვის საკრებულოს აპარატის უფროსის  სახელზე უნდა წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი ხარჯების გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტებთან, ასევე, ამომრჩევლებთან შეხვედრის საოქმო ჩანაწერთან ერთად, არაუგვიანეს ყოველი თვის პირველი  რიცხვისა. 3. საკრებულოს აპარატის უფროსი, საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, საკრებულოსა და საკრებულოს ორგანოების სხდომებში მონაწილეობის ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე, ადგენს მოხსენებით ბარათს და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს ყოველი თვის 3 რიცხვისა. 4. საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება მოხდეს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. მუხლი 4. საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურება
1. საკრებულოს წევრების მიერ (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისას, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად. 2. ანაზღაურება მოხდეს თვეში ერთხელ.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.12.2024.
როდის იქნა მიღებული „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“?
„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 19.05.2023. მიმღები ორგანო — აბაშის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №11. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.110.016477.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 25.12.2024-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.12.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“, №11, 19.05.2023, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.110.016477 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5805973/