აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.04.2015 ძალადაკარგული 19.05.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.110.016205
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/04/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (6)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

 აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2015 წლის 21 აპრილი

ქ. აბაშა



 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ
          საქართველოს ორგანული  კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,აბაშის მუნიციპალიტეტის სარებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილების მე-16  მუხლის  შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ოდენობა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე



აბაშის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების  განხორციელებასთან დაკავშირებული

ხარჯების  ანაზღაურების  წესი და ოდენობა

მუხლი 1. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
    ეს წესი განსაზღვრავს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესს და ოდენობას.

მუხლი 2. საკრებულოს წევრებისათვის ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა
    საკრებულოს თითოეული წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)  მიერ საკრებულოს სხდომების, კომისიების სხდომების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულებისათვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან  დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს თვეში არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 3. საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურება
ა) საკრებულოს წევრების მიერ (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისას, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან  დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად;

ბ) ანაზღაურება მოხდეს თვეში ერთხელ.


მუხლი 4. ანაზღაურების განხორციელება
საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება მოხდეს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.


აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული  კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და ,,აბაშის მუნიციპალიტეტის სარებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №8 დადგენილების მე-16  მუხლის  შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1🔗

დამტკიცდეს თანდართული აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და ოდენობა.

მუხლი 2🔗

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე

აბაშის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების  განხორციელებასთან დაკავშირებული
ხარჯების  ანაზღაურების  წესი და ოდენობა

მუხლი 1. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება
    ეს წესი განსაზღვრავს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესს და ოდენობას.

მუხლი 2. საკრებულოს წევრებისათვის ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა
    საკრებულოს თითოეული წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)  მიერ საკრებულოს სხდომების, კომისიების სხდომების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულებისათვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან  დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს თვეში არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 3. საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურება
ა) საკრებულოს წევრების მიერ (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისას, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან  დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმების შესაბამისად;
ბ) ანაზღაურება მოხდეს თვეში ერთხელ.

მუხლი 4. ანაზღაურების განხორციელება
საკრებულოს წევრებისათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება მოხდეს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.05.2023.
როდის იქნა მიღებული „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“?
„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 21.04.2015. მიმღები ორგანო — აბაშის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №17. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.110.016205.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 6 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 19.05.2023-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.05.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“, №17, 21.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.110.016205 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.05.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2816864/