„აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესისა და ოდენობის დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 აპრილის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№26
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.110.016214
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/09/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №26

2015 წლის 1 სექტემბერი

აბაშა



 

საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 156-ე მუხლის  მე-5 ნაწილის, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსი“ მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20  მუხლის  შესაბამისად აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„აბაშის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების  განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების  ანაზღაურების  წესისა და ოდენობის  დამტკიცების   შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 აპრილის №17 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/04/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.110.016205) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. საკრებულოს წევრებისათვის ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა

საკრებულოს თითოეული წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა)  მიერ საკრებულოს სხდომების, კომისიების სხდომების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის ცალკეული დავალებების შესრულებისათვის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან  დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს თვეში არაუმეტეს 395 (სამას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2015 წლის 5 აგვისტოდან  წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე