„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ" სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის N30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 |
|
2024 წლის 24 დეკემბერი ქ. სამტრედია |
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მოვალეობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის №30 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 24/01/2022, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.120.016390) შეტანილ იქნეს ცვლილება.
მუხლი 2
დადგენილების დანართი №1-ის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა
საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 900,40 (ცხრაასი ლარი და 40 თეთრი) ლარით“.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
|