,,ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთნ დკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის N2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შევიდეს ცვლილება ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის №2 დადგენილებაში (ვებ.გვერდი 24.01.2022; სარეგისტრაციო კოდი 010040000.35.150.016172) „ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის“ დანართი №1-ის მე-2 მუხლში და დამტკიცდეს თანდართული ფორმით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
თამაზ ბალაშვილი
„დანართი №1
ახალგორისმუნიციპალიტეტისსაკრებულოსწევრთათვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) საკრებულოს წევრის საქმიანობისგანხორციელებასთანდაკავშირებულიხარჯებისანაზღაურების წესი
მუხლი 2. საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ზღვრული ნორმა
საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) მიერ საკრებულოს სხდომების და კომისიის სხდომების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის, ამომრჩევლებთან შეხვედრებისათვის, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ოდენობა თითოეულ წევრზე ყოველთვიურად განისაზღვროს 300 (სამასი) ლარის ოდენობით.“.
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია