ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
|
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №44 |
|
2014 წლის 5 დეკემბერი ქ. ონი
|
|
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-3 პუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 მარტის №08 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე
დანართი1.
საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები უნაზღაურდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან თვეში არაუმეტეს 250 ლარისა:ა)
საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის;ბ)
საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობისთვის;გ)
საკრებულოს ფრაქციების მუშაობაში მონაწილეობისთვის;დ)
ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის.2.
საკრებულოს წევრს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თითოეული საქმიანობის განხორციელებისთვის ხარჯების ასანაზღაურებლად ეძლევა 50 ლარი.
მუხლი 2🔗
საკრებულოს წევრის მიერ ხარჯის გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალება საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების სხდომებსა და ამომრჩევლებთან შეხვედრებში მისი მონაწილეობის ამსახველი შესაბამისი საოქმო ჩანაწერი.
მუხლი 3🔗
1.
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებათან დაკავშირებული ხარჯების ოდენობა თითოეული საკრებულოს წევრისთვის ყოველთვიურად განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.2.
საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.