„ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის N44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№32
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.118.016356
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/12/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №32

2022 წლის 22 დეკემბერი

ქ. ონი

 

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან  დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №44 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/12/2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.118.016148) შევიდეს   ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

1. საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები აუნაზღაურდება თვეში არაუმეტეს 660  ლარისა:

ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის;

ბ) საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობისთვის;

გ) საკრებულოს ფრაქციების მუშაობაში მონაწილეობისთვის;

დ) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის.

2. საკრებულოს წევრს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ –„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თითოეული საქმიანობის განხორციელებისთვის ხარჯების ასანაზღაურებლად ეძლევა  165 ლარი.“.

მუხლი 2
 დადგენილება ამოქმედდეს  2023 წლის 1 იანვრიდან.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაჩანა მარკოიშვილი