ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.12.2014 ძალადაკარგული 30.11.2017
ნომერი
№58
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.172.016058
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №58

2014 წლის 29 დეკემბერი

ქ. ამბროლაური

 

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  41-ე მუხლის მე-3 პუნქტის  შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების  წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან საგანელიძე



დანართი 
საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებიბის პირებისა)  უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი

მუხლი 1
1. საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები უნაზღაურდება  ადგილობრივი ბიუჯეტიდან თვეში არაუმეტეს 300 ლარისა:

ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის;

ბ) საკრებულოს კომისიების მუშაობაში მონაწილეობისთვის;

გ)  საკრებულოს ფრაქციების მუშაობაში მონაწილეობისთვის;

დ)  ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის.(შესაბამისი საოქმო ჩანაწერის გაფორმებით)

2. საკრებულოს წევრს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თითოეული საქმიანობის განხორციელებისთვის ხარჯების ასანაზღაურებლად ეძლევა 50 ლარი.

მუხლი 2
საკრებულოს წევრის მიერ  ხარჯის გაწევის დამადასტურებელ დოკუმენტად ჩაითვალება  საკრებულოს, საკრებულოს კომისიების,  საკრებულოს ფრაქციების სხდომებსა და ამომრჩევლებთან შეხვედრებში  მისი მონაწილეობის ამსახველი შესაბამისი საოქმო ჩანაწერი.
მუხლი 3
1. საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებათან დაკავშირებული ხარჯის ოდენობა  თითოეული საკრებულოს წევრისთვის ყოველთვიურად განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით საკრებულოს აპარატის უფროსოს მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.

2. საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვის წარმოებას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.

მუხლი 4
საკრებულოს წევრის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ხდება  ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე.