ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებ-გვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №46 |
|
2014 წლის 11 სექტემბერი ქ. ზუგდიდი |
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის
ოფიციალური ვებგვერდის დებულება
2. ვებგვერდის დანიშნულებაა:
ა) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, თვითმმართველობის ორგანოების, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის;
ბ) უზრუნველყოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მუდმივი კავშირი ქალაქის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან; საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირებს ქალაქში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ; უზრუნველყოს გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.
3. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.zugdidicity.ge
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ) ინფორმაციის განთავსებას;
დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას ადმინისტრაციული სამსახურისათვის;
ე) ვებ-გვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.
3. საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მიმართვა ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად თანამდებობის პირებისა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის.
2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი;
3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებ-გვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით;
4. ვებგვერდის შევსების წყაროებია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ბ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ-რესურსები;
ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;
ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები.
5. ვებ-გვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) მუდმივი (ყოველდღიური);
ბ) პერიოდული (ყოველკვირეული, ყოველთვიური);
გ) ერთჯერადი.
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებ-გვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე - საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.
3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია:
ა) მუდმივად განახლებადის - ყოველი დღის 13.00 სთ;
ბ) ყოველკვირეულის - ყოველი სამშაბათის 13.00 სთ;
გ) ყოველთვიურის - ყოველი თვის 15 რიცხვის 13.00 სთ.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებ-გვერდზე ხორციელდება ,,ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინფორმაციის განთავსებისა და ვებ-გვერდით სარგებლობის წესის" მიხედვით, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის გადაწყვეტილების შესაბამისად.
ა) მერია;
ბ) საკრებულო;
გ) სამართლებრივი აქტები;
დ) პროაქტიული გამოქვეყნება;
ე) ჩვენს შესახებ;
ვ) ინფრასტრუქტურა;
ზ) ბიზნესი;
თ) ახალი ამბები;
ი) მედია;
კ) სამეურნეო განყოფილება;
ლ) განათლება და მეცნიერება;
მ) რელიგია;
ნ) ბიუჯეტი;
ო) კულტურა და სპორტი;
პ) ტურიზმი;
ჟ) პროგრამები და პროექტები;
რ) საზოგადოება;
ს) ცნობარი;
ტ) ვაკანსია;
უ) ფოტოარქივი;
ფ) ვიდეოარქივი;
ქ) კონტაქტი;
ა) მერიის დებულება;
ბ) მერიის თანამდებობის პირები (თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები);
გ) მერიის სამსახურები;
დ) მერიის სტრუქტურული ერთეულები (პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით);
ე) მერიის იურიდიული პირები;
ვ) მერიის ტერიტორიული ორგანოები;
2. საკრებულო;
3. სამართლებრივი აქტების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) კანონები;
ბ) კანონქვემდებარე აქტები;
გ) ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტები;
დ) დებულებები;
4. პროაქტიული გამოქვეყნება;
5. განყოფილება ,,ჩვენს შესახებ“ იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) მუნიციპალიტეტის ძირითადი გეოგრაფიული და დემოგრაფიული მონაცემები;
ბ) ისტორია;
გ) მუნიციპალიტეტის რუკა;
დ) სიმბოლიკა;
ე) საპატიო ზუგდიდელები;
ვ) დამეგობრებული ქალაქები;
6. ინფრასტრუქტურის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) ზუგდიდის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა;
ბ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განაშენიანების რეგულირების გეგმა;
გ) მიწის ნორმატიული ფასი;
დ) სივრცით-ტერიტორიული მოწყობა და მშენებლობა;
ე) კომუნალური საწარმოები;
ვ) ტრანსპორტი;
ზ) გაზმომარაგება;
თ) კავშირგაბმულობის ობიექტები;
7. ბიზნესის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) მსხვილი საწარმოები:
ბ) მცირე და საშუალო საწარმოები;
გ) ბანკები;
დ) რესტორნები;
ე) გაზმომარაგება;
ვ) სავაჭრო იბიექტები;
ზ) მომსახურების სფერო;
8. ახალი ამბების განყოფილებაში თავსდება ინფორმაცია თვითმმართველ ერთეულში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებზე;
9. მედია განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) მედიასაშუალებები;
ბ) მედიაპროექტები;
გ) მედიააქტივობები;
დ) გალერეა;
ე) არქივი;
10. განათლებისა და მეცნიერების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) საჯარო სკოლები;
ბ) კერძო სკოლები;
გ) კოლეჯები;
დ) უმაღლესი სასწავლებლები;
ე) პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლები;
11. მართლწესრიგის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) პროკურატურა;
ბ) სასამართლო;
გ) ადვოკატურა;
დ) სახალხო დამცველი;
ე) პატრული;
ვ) პოლიცია;
12. რელიგია;
13. ბიუჯეტი;
14. კულტურა და სპორტის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) მუზეუმი;
ბ) თეატრი;
გ) კინო;
დ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები;
ე) ბიბლიოთეკა;
ვ) კულტურის ობიექტები;
ზ) სპორტი;
15. ტურიზმის განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) ტურისტული სააგენტოები;
ბ) ტურისტული მარშრუტები;
გ) სასტუმროები;
დ) კულტურისა და დასვენების ადგილები;
16. პროგრამების და პროექტების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) მუნიციპალური პროგრამები (მიმდიანრე, დასრულებული, დაგეგმილი);
ბ) საინვესტიციო პროექტები;
გ) კონკურსები; აუქციონები;
დ) გადასახადები;
ე) მოსაკრებლები;
ვ) ტენდერები;
17. საზოგადოების განყოფილება იყოფა შემდეგ ქვეგანყოფილებებად:
ა) პოლიტიკური პარტიები;
ბ) არასამთავრობო ორგანიზაციები;
გ) საერთაშორისო ორგანიზაციები;
დ) კავშირები და გაერთიანებები;
18. ცნობარის განყოფილებაში თავსდება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე არსებული იურიდიული პირების საცნობარო ინფორმაცია (მოქმედების სფერო, მისამართი, ტელეფონი).
19. ვაკანსია;
20. ფოტოარქივი;
21. ვიდეოარქივი;
22. კონტაქტი;