⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (02.04.2018)

ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.09.2014
ძალის დაკარგვა 02.04.2018
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.119.016196
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 447 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.09.2014 მიღება
02.04.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №40 2014 წლის 15 სექტემბერი ქ. ხონი ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 28-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე დანართი №1 საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი (შემდგომში - წესი) განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელ ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ რესურსზე განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს. 2. წინამდებარე წესი არეგულირებს ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის ზუსტ დროს და დროულად მიწოდებას ვებგვერდზე პროაქტიურად განთავსების მიზნით. მუხლი 2🔗. ვებგვერდის ადმინისტრირება 1. ვებგვერდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი ახორციელებს: ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას; ბ) ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის განთავსებას 2. ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მისამართია: www.khoni.ge მუხლი 3🔗. ინფორმაციის კატეგორიები 1. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა. 2. ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. 3. ვებგვერდისა და მასში განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონით. 4. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის კატეგორიების მითითება ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე სავალდებულოა. მუხლი 4🔗. ვებგვერდებზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება 1. ინფორმაციის მიწოდების დროულობისა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში ამისათვის პასუხისმგებელი პირები, ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი. 2. პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი გვერდი „პროაქტიური გამოქვეყნება”, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. 3. პროაქტიური ინფორმაციის განთავსებაზე კონტროლს ახორციელებს საკრებულოს აპარატის უფროსი. 4. პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება PDF ფორმატში. მუხლი 5🔗.   ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ პირს აწვდიან შემდეგი სახის ინფორმაციას: 1. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების, კომისიების დროებითი სამუშაო ჯგუფების ფუნქციების აღწერა; 2. საკრებულოს აპარატისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება, წესდება, შინაგანაწესი); 3. საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში; 4. საკრებულოს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები; 5. ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების, გამგებლის წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია: სახელი გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები; 6. გამგეობის და მისი სტრუქტურული ერთეულების (გამგებლის წარმომადგენლების ორგანოების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი; 7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრასციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადების შესახებ ზოგადი წლიური სტატისტიკა; 8. საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი; 9. სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა; 10. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც ადმინისტრაციულ ორგანოს შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია; 11. ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება საკრებულოს დადგენილების მიერ.