საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №61 |
|
2018 წლის 28 მარტი ქ. ხონი |
|
2. წინამდებარე წესი არეგულირებს ხონის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის ზუსტ და დროულ მიწოდებას ვებგვერდზე პროაქტიულად განთავსების მიზნით.
3. ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მისამართია: www.khoni.gov.ge
2. ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
3. ვებგვერდისა და მასში განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონით.
4. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის კატეგორიების მითითება ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე სავალდებულოა.
2. პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ხონის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი განყოფილება – „პროაქტიული გამოქვეყნება“, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია.
3. პროაქტიული ინფორმაციის განთავსებაზე კონტროლს ახორციელებს ხონის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
4. პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება PDF ფორმატში.
ა) ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა; (დებულება/ რეგლამენტი/წესდება, შინაგანაწესი განახლებადია ცვლილების შემთხვევაში).
ბ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში).
გ) ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების/ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების/ ხელმძღვანელების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
დ) საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების შესახებ ზოგადი წლიური სტატისტიკა;
ე) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი;(განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ვ) სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა(ქვეყნდება კვარტალურად);
ზ) ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ;
თ) ინფორმაცია ადმინისტრაციულ ორგანოში გამოცხადებული კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობების შესახებ (განახლებადია ცვლილების შემთხვევაში);
ი) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები;
კ) ხონის მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში;
ლ) ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მიხედვით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში;
მ) ხონის მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა;
ნ) საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში;
ო) ხონის მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით;
პ) ხონის მუნიციპალიტეტის მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ გათვალისწინებული ანგარიშები;
ჟ) პეტიცია.
2. კვარტალურად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ქვეყნდება კვარტალის დასასრულიდან 1 თვის განმავლობაში, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თუ გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის განახლება დაკავშირებულია შესაბამის სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანასთან, ინფორმაცია უნდა განახლდეს შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლიდან 10 დღეში.