ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ვებგვერდის ფუნქციონირების დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №41 |
|
2014 წლის 15 სექტემბერი ქ. ხონი |
|
ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ოფიციალური
ვებგვერდის ფუნქციონირების შესახებ
2. ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა:
ა) ხონის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება, მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის.
ბ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ორგანოების მუდმივი კავშირი თემის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან, საშუალება მისცენ მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები მუნიციპალიტეტს და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.
3. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.khoni.ge
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას.
ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას.
გ) ინფორმაციის განთავსებას.
დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებების და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას საკრებულოს თავჯდომარის და გამგებლისათვის.
ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას მათ შორის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.
3. საკრებულოს და გამგეობის მიმართვა ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად თემის მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული დაწესებულებებისათვის.
2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.
3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
4. ვებგვერდის შევსების წყაროებია
ა) მუნიციპალიტეტის ორგანოები
ბ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები
გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები
დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტრესურსები საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები
ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები
5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) მუდმივი/ყოველდღიური/
ბ) პერიოდული/ყოველკვირეული/ყოველთვიური/
გ) ერთჯერადი
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდის დროულ, შესაბამის გვერდზე განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – ადმინისტრაციული სამსახური.
3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია:
ა) მუდმივად განახლებადის – ყოველი დღის 13.00 სთ
ბ) ყოველკვირეულის – ყოველი სამშაბათის 13.00სთ
გ) ყოველთვიურის – ყოველი თვის 15 რიცხვის 13 სთ.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდებზე ხორციელდება ხონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ოფიციალურ ვებგვერდზე ინფორმაციის განთავსებისა და ვებგვერდის სარგებლობის წესის მიხედვით, საკრებულოს თავჯდომარესთან და გამგებლის შეთანხმების საფუძველზე.
ა) მუნიციპალიტეტი
ბ) ბიუჯეტი
გ) ინფრასტრუქტურა
დ) ბიზნესი
ე) ისტორია
ვ) ახალი ამბები
ზ) განათლება, მეცნიერება
თ) სოციალური სფერო
ი) ბუნებრივი რესურსები
კ) ღირშესანიშნაობები
ლ) რელიგია
მ) მაჟორიტარი დეპუტატი
ნ) მართლწესრიგი
ო) სამუშაო ჯგუფი
პ) კონტრაქტი
ჟ) ბმულები
ა) საკრებულო
ა.ა) საკრებულოს დებულება/რეგლამენტი
ა.ბ) საკრებულოს თანამდებობის პირები/თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები.
ა.გ) საკრებულოს წევრები
ა.დ) საკრებულოს კომისიები/უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, კომისიის შემადგენლობა, კომისიის სხდომის ოქმები/
ა.ე) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფები/ უფლებამოსილება, სამუშაო გეგმა, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები/
ა.ვ) საკრებულოს ფრაქციები/ ფრაქციის წესდება, ფრაქციის შემადგენლობა, ფრაქციის სხდომის ოქმები, ფრაქციის განცხადებები და მიმართვები/
ა.ზ) საკრებულოს ბიურო/ შემადგენლობა, უფლებამოსილება, სამუშაო გეგმები, ბიუროს სხდომის ოქმები/
ა.თ) საკრებულოს აპარატი/აპარატის დებულება, აპარატის უფროსი/ მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი, მისამართი/აპარატის სტრუქტურა
ბ) მუნიციპალიტეტის გამგეობა
ბ.ა) გამგეობის დებულება
ბ.ბ) გამგეობის თანამდებობის პირები/ თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები/
ბ/გ) გამგეობის სტრუქტურა
ბ.დ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულები/ სტრუქტურული ერთეულების დებულება, პერსონალური შემადგენლობა თანამდებობის და სამსახურის ტელეფონის მითითებით/
ბ.ე) გამგეობის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი/
2. სამართლებრივი აქტების ვებ-გვერდი იყოფა შემდეგ მიმართულებად:
ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
ბ) საკრებულოს დადგენილებები, საკრებულოს განკარგულებები, საკრებულოს თავჯდომარის ბრძანებები
გ) გამგებლის ბრძანებები
დ) გამგებლის პირველი მოადგილის ბრძანებები
ე) გამგებლის მოადგილის ბრძანებები
ვ) სტრუქტურული ერთეულების სამსახურის უფროსების ბრძანებები
ზ) პროექტები
თ) კანონპროექტები
ი) საკრებულოს დადგენილებათა პროექტები
3. ხონის მუნიციპალიტეტოს თვითმმართველობის ვებ-გვერდი იყოფა შემდეგ მიმართულებებად
ა) მუნიციპალიტეტის ძირითადი გეოგრაფიული და დემოგრაფიული მონაცემები
ბ) ისტორია
გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები
დ) მუნიციპალიტეტის რუკა
4. ახალი ამბების განყოფილებაში თავსდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებზე.
5. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გვერდი იყოფა შემდეგ მიმართულებებად:
ა) ეკონომიკა
ბ) მრეწველობა
გ) მიწათმოწყობა
დ) ბუნებრივი რესურსები
ე) საბინაო-კომუნალური მეურნეობა
ვ) მუნიციპალიტეტის ქონება
ზ) ტრასპორტი
თ) ტურიზმი
6. სოციალური სფეროს გვერდი იყოფა შემდეგ მიმართულებებად:
ა) განათლება
ბ) კულტურა
გ) ჯანმრთელობის დაცვა
დ) სპორტი
ე) სოციალური დაცვა
ვ) ახალგაზრდობა
ზ) მასმედია
თ) არასამეწარმეო/არაკომერციული/ორგანიზაციები.
7. კონტაქტების გვერდზე თავსდება ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იურიდიული პირების საცნობარო ინფორმაცია/მოქმედების სფერო, მისამართი, ტელეფონი.