ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.09.2014
გამომცემი ორგანო ქედის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.134.016144
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/09/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.09.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე | ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ სსიპ თვითმმართველი თემის საჩხერის მუნიციპალიტეტის, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №25
2014 წლის 16 სექტემბერი
დაბა ქედა
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №11 დადგენილებით დამტკიცებული დანართის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის შესაბამისად ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა, თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე
დანართი
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1.
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა (შემდგომში – გეგმა) შედგენილია საქართველოს ორგანული კანონის – „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მოთხოვნათა შესაბამისად.
2.
გეგმა ადგენს სარეორგანიზაციო სტრუქტურებს, რეორგანიზაციის ვადებს, გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს, რეორგანიზაციის პროცესში გამგეობის საქმიანობის რეჟიმს და მის შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს.
მუხლი 2🔗.
სარეორგანიზაციო სტრუქტურები
რეორგანიზაცია შეეხება ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს:
ა)
ადმინისტრაციული სამსახური;
ბ)
ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახური;
გ)
ზედამხედველობის სამსახური;
დ)
საფინანსო სამსახური;
ე)
განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის სამსახური;
ვ)
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
ზ)
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
თ)
შიდა აუდიტის სამსახური;
ი)
სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური.
მუხლი 3🔗.
სარეორგანიზაციო ღონისძიებები და ჩატარების ვადები
1. გამგეობის რეორგანიზაცია უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2014 წლის 1 ნოემბრისა, გარდა სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურისა.
2. რეორგანიზაციის პროცესში ტარდება შემდეგი ღონისძიებები:
ა) სამსახურების დებულებებისა და გამგეობის საშტატო ნუსხის პროექტის მომზადება არაუგვიანეს 2014 წლის 25 ოქტომბრამდე;
ბ) გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება არაუგვიანეს 2014 წლის 25 ოქტომბრამდე.
გ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნა არაუგვიანეს 2014 წლის 25 ოქტომბრამდე;
დ) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი მოხელის საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტის მომზადება არაუგვიანეს 2014 წლის 01 ნოემბრამდე;
ე) ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფა „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N411 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის ვადების დაცვით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად;
ვ) ვაკანტურ თანამდებობაზე (არსებობის შემთხვევაში) კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N412 დადგენილებით დამტკიცებული წესის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის ვადების დაცვით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად;
ზ) გამგეობის მოსამსახურეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და შტატების მოსალოდნელი შემცირების თაობაზე არაუგვიანეს 2014 წლის 25 სექტემბრამდე;
თ) გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ლიკვიდაცია არაუგვიანეს 2015 წლის 10 იანვრისა.
მუხლი 4🔗.
რეორგანიზაციის პროცესში გამგეობის მუშაობის რეჟიმი
რეორგანიზაციის პროცესში გამგეობა მუშაობს გამგეობისა და სტრუქტურული ერთეულების მოქმედი დებულებებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები
1. გეგმის შესრულებას კოორდინაციას უწევს ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელმაც გეგმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძეიებების ვადების დაცვით, საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები.
2. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული და საკადრო საკითხთა განყოფილება.
3. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია ქედის მუნიციპალიტეტის საკონკურსო საატესტაციო კომისია.
4. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელია ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სალიკვიდაციო კომისია.