ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2014 წლის 22 სექტემბერი დაბა სტეფანწმინდა |
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური;
გ) განათლების კულტურისა და სპორტის სამსახური;
დ)სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმინობაზე ზედამხედველობის სამსახური;
ე) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
ვ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
ზ) სამხედრო-აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;
თ) სახანძრო-სამაშველო სამსახური.
2. მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციების განსაზღვრის ვადაა 10 დღე (მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ საკრებულოს თავმჯდომარისათვის გეგმის წარდგენიდან).
3. ახალი სტრუქტურით გათვალისწინებული სამსახურების დებულებების მომზადება და დასამტკიცებლად წარდგენა. (ახალი სტრუქტურის დამტკიცების შესახებ დადგენილების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში);
4. რეორგანიზაციის განმავლობაში მუნიციპალიტეტის გამგეობა განაგრძობს მუშაობას საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად.
5. რეორგანიზაციის პროცესში ტარდება შემდეგი ღონისძიებები:
ა) მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლების გაფრთხილება რეორგანიზაციის შესახებ;
ბ) მუნიციპალიტეტის გამგეობის შვებულებაში მყოფ მოხელეთა გამოძახება და ინფორმირება მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შესახებ;
გ) რეორგანიზაციის პერიოდში დაუშვებელია ახალი თანამშრომლის მიღება ან გათავისუფლება სამსახურიდან, გარდა პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლებისა;
დ) მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლების გაფრთხილება მოსალოდნელი კონკურსისა და ატესტაციის შესახებ;
ე) სამსახურების დებულებებისა და გამგეობის საშტატო ნუსხის თანამდებობრივ სარგოებში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება;
ვ) მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხაში ცვლილებების შეტანა;
ზ) სალიკვიდაციო ღონისძიება;
თ) კონკურსის ჩასატარებლად საჭირო ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების გათვალისწინება;
ი) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნა არაუგვიანეს 2014 წლის 30 სექტემბრისა;
კ) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტის მომზადება არაუგვიანეს 2014 წლის 25 სექტემბრისა;
ლ) ვაკანსიის გახსნა და გამოქვეყნება.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.09.2014.
- როდის იქნა მიღებული „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“?
- „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 22.09.2014. მიმღები ორგანო — ყაზბეგის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №19. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.151.016157.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.09.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“, №19, 22.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.151.016157 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2512684/