ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 |
|
2014 წლის 16 სექტემბერი დაბა ქედა |
|
2. რეორგანიზაციის პროცესში ტარდება შემდეგი ღონისძიებები:
ა) სამსახურების დებულებებისა და გამგეობის საშტატო ნუსხის პროექტის მომზადება არაუგვიანეს 2014 წლის 25 ოქტომბრამდე;
ბ) გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება არაუგვიანეს 2014 წლის 25 ოქტომბრამდე.
გ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შექმნა არაუგვიანეს 2014 წლის 25 ოქტომბრამდე;
დ) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი მოხელის საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტის მომზადება არაუგვიანეს 2014 წლის 01 ნოემბრამდე;
ე) ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფა „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N411 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის ვადების დაცვით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად;
ვ) ვაკანტურ თანამდებობაზე (არსებობის შემთხვევაში) კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის N412 დადგენილებით დამტკიცებული წესის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის ვადების დაცვით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად;
ზ) გამგეობის მოსამსახურეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და შტატების მოსალოდნელი შემცირების თაობაზე არაუგვიანეს 2014 წლის 25 სექტემბრამდე;
თ) გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ლიკვიდაცია არაუგვიანეს 2015 წლის 10 იანვრისა.
2. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული და საკადრო საკითხთა განყოფილება.
3. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია ქედის მუნიციპალიტეტის საკონკურსო საატესტაციო კომისია.
4. დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელია ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი სალიკვიდაციო კომისია.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.09.2014.
- როდის იქნა მიღებული „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“?
- „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 16.09.2014. მიმღები ორგანო — ქედის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №25. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.134.016144.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.09.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“, №25, 16.09.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.134.016144 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.09.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2504743/