სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (7 მუხლი)
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 |
|
2017 წლის 23 იანვარი ქ. სენაკი |
|
დანართი
სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების რეორგანიზაციის გეგმა
2. გეგმა ადგენს სარეორგანიზაციო სტრუქტურებს, რეორგანიზაციის ვადებს, გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს, რეორგანიზაციის პროცესში გამგეობის საქმიანობის რეჟიმს და მის შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს.
ა) ადმინისტრაციული სამსახური;
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;
გ) ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური;
დ) სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახური;
ე) განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამსახური;
ვ) სპორტის და ახალგაზრდობის სამსახური;
ზ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური.
2. რეორგანიზაციის მიზანია გამგეობის სტრუქტურული და ფუნქციური ოპტიმიზაცია, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს სტრუქტურული ან/და ორგანიზაციული ცვლილებები, შტატების შემცირებით ან/და გადაადგილებით.
2. რეორგანიზაციის განმავლობაში სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურები მუშაობას განაგრძობენ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების და სამსახურების დებულებების შესაბამისად.
3. რეორგანიზაციის პროცესში ტარდება შემდეგი ღონისძიებები:
ა) სამსახურის დებულებების პროექტების მომზადება არაუგვიანეს 2017 წლის 6 თებერვლამდე;
ბ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე დადგენილების პროექტის მომზადება 2017 წლის 6 თებერვლამდე;
გ) ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა რეორგანიზაციის შესახებ თანამშრომელთა გაფრთხილების თაობაზე;
დ) სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურების შვებულებაში მყოფი თანამშრომლების გამოძახება და ინფორმირება მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შესახებ;
დ) ვაკანტურ თანამდებობებზე (არსებობის შემთხვევაში) კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილებით და ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 ოქტომბრის №57 დადგენილებით დამტკიცებული წესების მიხედვით.
1. გეგმის შესრულებას კოორდინაციას უწევს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელმაც საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები.
2. გეგმის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახური და სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.02.2017.
- როდის იქნა მიღებული „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“?
- „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 23.01.2017. მიმღები ორგანო — სენაკის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №1. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.108.016280.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 21.02.2017-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 7 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.02.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურების რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“, №1, 23.01.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.108.016280 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.02.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3554639/