სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
23.05.2017 ბოლო ცვლილება 30.07.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№29
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.108.016308
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/05/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2017 წლის 23 მაისი

ქ. სენაკი

 

სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ

 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი“ თანდართული დანართი №1-ის სახით.
მუხლი 2
ძალდაკარგულად გამოცხადდეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ოქტომბრის №55 დადგენილება. 
მუხლი 3
დადგენილება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერი ლაშქარავა



                                                                                                                                                        დანართი №1

 

სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი

მუხლი 1
1. სენაკის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობად (ვაჭრობად) მიჩნეულ იქნეს მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან (არასტაციონარული კონსტრუქციები (დროებითი შენობა-ნაგებობა) – ანაკრები ელემენტებისგან შედგენილი, ასაწყობ-დასაშლელი ან/და მობილური სამშენებლო სისტემა, რომელიც მიწასთან დაკავშირებულია საკუთარი წონით ან/და მშრალი არამონოლითური ჩამაგრებით და არ გააჩნია მიწისქვეშა სათავსები, აგრეთვე ამ მიზნით გამოყენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება) ვაჭრობა საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში, დასასვენებელ ადგილებში, ასევე ისეთ ადგილებში რაც არ გამოიწვევს მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გზის, რკინიგზის გადასასვლელის ან სხვა საგზაო ნაგებობის მოვლა-შენახვის დადგენილი წესების დარღვევას, აგრეთვე გზის, რკინიგზაზე გადასასვლელისა თუ სხვა საგზაო ნაგებობის ან საგზაო მოძრაობის რეგულირების ტექნიკური საშუალების დაზიანებას.
მუხლი 2
1. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები უნდა მოეწყოს ისე, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ სხვადასხვა ტიპის დასახლებული პუნქტის იერსახის მოთხოვნებს და არ უნდა აფერხებდნენ ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების, და წესების (რომლებიც შეეხება დასუფთავებისა და უსაფრთხოების წესებს) დაცვით.

2. საზოგადოებრივ ადგილებსა და კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განსათავსებელი მცირე არქიტექტურული ფორმების (კიოსკი, საჩრდილობელი, საყვავილე და სხვ.) მოწყობა, რომლებიც არ საჭიროებენ მზიდი ან საყრდენი სამშენებლო კონსტრუქციების აგებას, გარდა ტერიტორიის შემოღობვისა, დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით.

3. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებას საჭიროებს ასევე საზოგადოებრივ ადგილებში სადღესასწაულო და ბაზრობა-გამოფენებისათვის საჭირო დროებითი შენობა-ნაგებობების მოწყობა.

მუხლი 3
1. სენაკის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის ადგილები  განისაზღვრება სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 
მუხლი 4
1. სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართო მაშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობის ორგანიზების მიზნით შესაძლებელია (დროებით) გამოიყოს დამატებითი ადგილები, რასაც სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დასამტკიცებლად წარუდგენს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. აღნიშნულს საკრებულო განიხილავს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – საკრებულოს განკარგულებას.
მუხლი 5
1. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილების მოწყობას და მათ შესაბამისობას სხვადასხვა ტიპის დასახლებული პუნქტის იერსახის მოთხოვნებთან კონტროლს უწევს სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახური.