თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.154.016176
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2014 წლის 14 აგვისტო

დ. თიანეთი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
 თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ივლისის №17 დადგენილებით დამტკიცებული „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის საფუძველზე თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა თანდართული დანართის მიხედვით.
მუხლი 2
გამგეობის რეორგანიზაცია უნდა დასრულდეს 2014 წლის 1 ნოემბრამდე.
მუხლი 3
რეორგანიზაციის პროცესში გამგეობამ იმუშაოს გამგეობისა და სტრუქტურული ერთეულების მოქმედი დებულებებისა და საშტატო ნუსხის შესაბამისად.
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური



დანართი

 

თიანეთის მუნიპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა 
თიანეთის მუნიპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმაა:
1.   გამგეობის  მოხელეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული ატების შემცირების, აგრეთვე ატესტაციის (კონკურსის) ჩატარების შესახებ - არაუგვიანეს 2014 წლის 15 აგვისტო;
2.   მეტრიალურ-ტექნიკური სამსახურის, იურიდიული, საფინანსო ზედამხედველობის, ქონებისა და მიწის მართვის, ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილებების სალიკვიდაციო კომისიის შექმნა - არაუნგიანეს 2014 წლის 20 აგვისტო;
3.  სალიკვიდაციო კომისიის მიერ მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების აღწერა, სამუშაო დოკუმენტაციის, შეუსრულებელი და შესრულებული წერილების აღრიცხვა და პასუხისმგებელი პირებისათვის გადაცემა - არაუგვიანეს 2014 წლის 01 სექტემბერი.
4. გათავისუფლებული თანამშრომლებისათვის კანონით გათვალისწინებული კომპენსაციების გაცემა - არაუგვიანეს გათავისუფლების შესახებ ბრძანების ჩაბარებიდან ორი თვე.
5. რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტების მომზადება და მიღება - არაუგვიანეს 2014 წლის 07 სექტემბერი;
6. გამგეობის თანამშრომელთა სამუშაოთა აღწერილობის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტების მომზადება - არაუგვიანეს 2014 წლის 07 სექტემბერი;
7.  საატესტაციო-საკონკურსო კომისიის შექმნა - არაუგვიანეს 2014 წლის 30 სექტემბერი;
8. სტრუქტურაში გამოვლენილი ვაკანსიების აღრიცხვა და შევსების მიზნით კონკურსის გამოცხადება - არაუგვიანეს 2014 წლის 30 ოქტომბერი.
9. გამგეობის სტრუქტურის ცალკეულ თანამდებობებზე სამსახურებრივი ატესტაციის ჩატარება - არაუგვიანეს 2014 წლის 15 ოქტომბერი.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.08.2014.
როდის იქნა მიღებული „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“?
„თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 14.08.2014. მიმღები ორგანო — თიანეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №25. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.154.016176.
რამდენი მუხლისგან შედგება „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.08.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“, №25, 14.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016176 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.08.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2463175/